ფილიპიკოსი (ბიზანტია)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფილიპიკოს ბარდანესი — ბიზანტიის იმპერატორი 711-713 წლებში.

ფილიპიკოსის მონეტა

ბიოგრაფია

რედაქტირება

იგი წარმოშობით სომეხი და ბიზანტიის ფლოტის გემის კაპიტანი იყო. 711 წელს იუსტინიან II-ეს წინააღმდეგ მოწყობილი რომელიც შემდეგ იგი იმპერატორი გახდა, თუმცა სავსებით უვარგისი აღმოჩნდა მმართველობისათვის. 713 წლის 3 ივნისს არმიის ერთი ნაწილი აჯანყდა, იმპერატორი ტახტიდან ჩამოაგდეს და თვალები დათხარეს.

ფილიპიკოსი მონოთეისტი ქრისტიანი იყო და მის მიერ გამოცემული საიმპერიო ედიქტით გააუქმა VI მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება, რომელიც მონოთეიზმს, როგორც ერესს განიხილავდა. ამ კრების ამსახველი მოზაიკები მან საიმპერატორო სასახლის კედლებიდან ჩამოაფხეკინა. ფილიპიკოსის საეკლესიო პოლიტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა რომის პაპმა კონსტანტინე I-მა, რომელმაც ყოველდღიურ ლოცვებში „ურწმუნო“ იმპერატორის მოხსენიება და მონეტებზე მისი გამოსახვა აკრძალა.


წინამორბედი:
ტიბერიუს III
ბიზანტიის იმპერატორი
711-713
შემდეგი:
ანასტასიოს II