ფილევსკის სახლი
ფილევსკის სახლი (რუს. Дом Филевского) — ძველი სართულნახევრიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1866 წელს. 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 ბრძანების შესაბამისად სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ფილევსკის სახლი რუს. Дом Филевского | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′52″N 38°56′02″E / 47.214428° ჩ. გ. 38.933955° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | 1866 |
მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 78.
ისტორია
რედაქტირებასართულნახევრიანი შენობა, რომელიც მდებარეობს ტაგანროგში, ბერძნების ქუჩა № 78-ში, აგებულია 1866 წელს. სახლი აგებულია კბილის ექიმ გრიგორ ვალტერის დაფინანსებით. მისი შუამდგომლობით მშენებლობა დაიწყო ბერძნების ქუჩაზე. მშენებარე სახლში ვალტერის ოჯახი მცირე ხნით ცხოვრობდა. შემდეგ ისინი გადავიდნენ და არ დაელოდნენ მის დასრულებას. 1870-იანი წლების დასაწყისში სახლის მფლობელები გახდნენ ვაჭარ ცისარენკოს მემკვიდრეები. შემდეგ მასში ცხოვრობდა რკინიგზის ინსპექტორი ნიკოლაი მაიერი, რომელიც ცნობილი იყო თავისი სურათების კოლექციით. მისი მამა იყო მარინის ქალთა გიმნაზიის ხატვის მასწავლებელი, იგი ასევე მუშაობდა ტექნიკური ხაზვის მასწავლებლად ერთ-ერთ სასწავლებელში.
1870-იანი წლების შუა პერიოდიდან სახლის მფლობელები გახდნენ თავად ნიკოლაი გობიატოს ოჯახი. ნიკოლაი გობიატო, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის ლეონიდ გობიატოს მამა, სახლის მფლობელი იყო 1874-1886 წლებში. შემდეგ იგი იყიდა ინჟნერ ტექნოლოგმა ალექსანდრ ნენტცელმა (1890-1898 წწ.). 1906-1915 წლებში კი სახლს ფლობდა მრჩეველის ცოლი ვერა ფილევსკაია.
ამავე სახლში ცხოვრობდა ტაგანროგის საპატიო მოქალაქე პავლე ფილევსკი, მარინის გიმნაზიის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი, ტაგანროგის ისტორიკოსი, წიგნის „ტაგანროგის ისტორია“ ავტორი.
არქიტექტურა
რედაქტირებასახლის თანამედროვე ფასადი მკვეთრად განსხვავდება თავდაპირველი ფასადისაგან. ფასადზე შვიდი ფანჯარაა. სახურავზე ანტეფიქსები დგას.
ლიტერატურა
რედაქტირება- Энциклопедия Таганрога. — Ростов-н/Д: Ростиздат, 2003. — 512 с. — ISBN 5-7509-0662-0
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Таганрог ул. Греческая, 78 დაარქივებული 2017-03-01 საიტზე Wayback Machine.