ფილარმონიის ბაღი
ფილარმონიის ბაღი (აზერ. Filarmoniya bağı) — ბაღი ბაქოში, აზერბაიჯანში, ბაქოს ციხესთან მახლობლად.
ისტორია
რედაქტირებაფილარმონიის ბაღი დაირგო 1830 წელს. [1][2]
XIX საუკუნის 60-70-ან წლებში ბაღის ტერიტორია გაიზარდა. თავდაპირველად ბაღს ეწოდებოდა „იმპერატორული“ და შემდგომ „მიხაილოვის“.
მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო დაგეგმილი ბაღში საკონცერტო დარბაზის გაკეთება, მაგრამ ხეების საჭირო გაკაფვამ გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება და ამის გამო აშენდა მხოლოდ საზაფხულო პავილიონი.
1970 წელს ბაღში ჩატარდა რეკონსტრუქცია.
2007 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით ბაღი განახლდა. მასში დაიდგა შადრევანი, რომელიც დაამზადა ფრანგულმა კომპანია Inter Art-მა .
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Азербайджанская Государственная Филармония - Сад Филармонии", (აზერბაიჯანული)
- ↑ Севда Исмаиллы, [1]