ფიკრეტ გოჯა
ფიკრეტ გოჯა (აზერ. Fikrət Qoca; დ. 25 აგვისტო, 1935, სოფელი კოთანარხი, აღდაშის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ — 5 მაისი, 2021, ბაქო, აზერბაიჯანი) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი მწერალი, პოეტი. აზერბაიჯანის სახალხო პოეტი (1998), აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არტისტი (1979), აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის პირველი მდივანი და თავმჯდომარის მოადგილე (1998 წლიდან). აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ლიტერატურის დარგში (2016).
ფიკრეტ გოჯა | |
---|---|
აზერ. Fikrət Qoca | |
დაბადების თარიღი | 25 აგვისტო, 1935 |
დაბადების ადგილი | ქოთანარხი |
გარდაცვალების თარიღი | 5 მაისი, 2021 (85 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | აღდაში |
ფსევდონიმი | Фикрет Годжа |
საქმიანობა | პოეტი და რედაქტორი |
ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ აზერბაიჯანი |
ალმა-მატერი | მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი |
ჯილდოები | დიდების ორდენი, ღირსების ორდენი, დამოუკიდებლობის ორდენი, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპატიო დიპლომი, People’s Poet of Azerbaijan, State Prize of the Republic of Azerbaijan, Lenin Komsomol Prize of Azerbaijan და პრემია „ჰუმაი“ |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფიქრეთ გოჯა ექიმის ოჯახში დაიბადა. საშუალო სკოლა დაამთავრა აღდაშში, 1957 წელს სწავლობდა ბაქოს რკინიგზის კოლეჯი.
მუშაობდა ქალაქ ბაქოში სამშენებლო განყოფილებაში, მათ შორის მეტროს მშენებლობაზე.
1964 წელს დაამთავრა ლიტერატურული ინსტიტუტი მოსკოვში.[1]
1964-1965 წლებში 1967-1970 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში რედაქტორად.
1970 წლიდან 1975 წლამდე - აზერბაიჯანის სსრ მწერალთა კავშირის აღმასრულებელი მდივანი.
1978-1987 წლებში - ჟურნალ „აზერბაიჯანის“ განყოფილების გამგე, 1987-2004 წწ. - ხელოვნების კრებულის „გობუსტანის“ მთავარი რედაქტორი.
1998 წლიდან არის აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის მდივანი, 2004 წლიდან კი პირველი მდივანი.
მისი დებიუტი 1965 წელს შედგა ლექსით „დისშვილი“ ჟურნალ „კირპიში“ („ზღარბი“). სწავლის პერიოდში გამოიცა პირველი ლექსების კრებული "თოლია". ავტორია დიდი რაოდენობით ლექსებისა, რომლებიც ასახავს უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს და ცხოვრების ფილოსოფიას.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ В МОСКВЕ ОТМЕЧЕН ЮБИЛЕЙ НАРОДНОГО ПОЭТА АЗЕРБАЙДЖАНА ФИКРЕТА ГОДЖИ. ციტირების თარიღი: 2020-08-24.