ფერუჩო ბუზონი

(გადამისამართდა გვერდიდან ფერუჩიო ბუზონი)

ფერუჩო ბუზონი[1] (იტალ. Ferruccio Busoni; დ. 1 აპრილი, 1866 — გ. 27 ივლისი, 1924) — იტალიელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, რედაქტორი, მწერალი და მასწავლებელი. მისმა საერთაშორისო კარიერამ და რეპუტაციამ განაპირობა ის, რომ მჭიდროდ თანამშრომლობდა თავისი დროის ბევრ გამორჩეულ მუსიკოსთან, მხატვართან და ლიტერატურულ მოღვაწესთან, იყო კომპოზიციის და ფორტეპიანოს მასწავლებელი. სწავლობდა ვენის კონსერვატორიაში, შემდეგ ვილჰელმ მაიერთან და კარლ რეინეკესთან. ხანმოკლე პერიოდის შემდეგ სწავლობდა ჰელსინკიში, ბოსტონსა და მოსკოვში, მაგრამ ძირითადად თავი მიუძღვნა კომპოზიტორობას და პიანიზმს. როგორც ვირტუოზი პიანისტი ევროპასა და შეერთებულ შტატებში ასწავლიდა და მართავდა კონცერტებს. ბუზონი გარდაიცვალა ბერლინში, 1924 წლის 27 ივლისს, გულის უკმარისობისგან და თირკმელების ანთებით.

ბუზონი 1913 წელს

სქოლიო რედაქტირება

  1. უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 71.