ფეროვანიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

ისევე როგორც მრავალ ჯიშს, ფეროვანსაც ფერის მაუწყებელი სახელი პქვია. ძალიან მცირედაა გავრცელებული სოფელ ბუგეულში, აბანოეთში, საკეციაში და სხვაგან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი პატარა და საშუალო ზომისაა, კვერცხისებური ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე მცირედაა შებუსული ან თითქმის შიშველია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, სიმწიფეში წითელია. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია. წვენი — შეუფერავი.

ფეროვანი საშუალო ზრდით ხასიათდება, სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 170 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ რიცხვებში შედის. მტევნის წონა 125-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.7-10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16.5-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.9-9.0 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის ღია წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 371