ფელიქს IV (პაპი)
ფელიქს IV (ლათ. Felix PP. IV; დ. უცნობია — გ. 22 სექტემბერი, 530) — რომის პაპი 526–530 წლებში.
პაპად არჩეულ იქნა თეოდორიხის ზეწოლის შედეგად სახელწოდებით ფელიქს IV. სარგებლობდა თეოდორიხის და მისი მემკვიდრის ათალარიხის და მისი დედის ამალასუნთას მხარდაჭერით. მათგან მიიღო პრივილეგიები და დიდძალი ქონება ეკლესიისათვის. მოგვიანებით შერაცხეს წმინდანად. მოხსენიების დღეა 30 ნოემბერი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფელიქს IV (პაპი)“ ვიკისაწყობში.
- Opera Omnia by Migne Patrologia Latina with analytical indexes
- Fontes Latinae de papis usque ad annum 530
- Liber pontificalis
წინამორბედი: იოანე I |
რომის პაპი 526 — 530 |
შემდეგი: ბონიფაციუს II |