ფარმაქსიზქოფრუს ხიდი

არქიტექტურული ძეგლი

ფარმაქსიზქოფრუს ხიდი — ხიდი თურქეთში, ამავე სახელწოდების სოფლის ჯამესთან. ხიდი დაზიანებულია.

ამ ხიდიდან საკმაოდ ახლოს არის ხეობის სათავეში მდებარე დაბა ჰემშილი. ადგილობრივთა გადმოცემით, დაბიდან ცოტათი ქვემოთ, ჰემშილდერეს მარცხენა შენაკადზე კიდევ ორი თაღოვანი ხიდის ნანგრევებია. ქვის თაღოვანი ხიდები არის აღმოსავლეთ ჭანეთის უფრო დასავლეთით არსებულ მდინარეთა ხეობებშიც, თუმცა მათი რაოდენობა მკვეთრად მცირდება. ამავე რეგიონში, ტრაპიზონთან ახლოს, დეღრიმენდერეს ხეობაში გვხვდება არქაული, სავარაუდოდ რომაული პერიოდის ერთადერთი ხიდი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 78-79 ISBN 978-9941-0-6458-6.