ფარიდა აბასოვა
ფარიდა აბასოვა (აზერ. Fəridə Abbasova, სრული სახელი:Fəridə Nəriman qızı Abbasova; დ. 14 თებერვალი, 1952, ბაქო — გ. 20 იანვარი, 1990, ბაქო) — ბაქოს შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]
ფარიდა აბასოვა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
14 თებერვალი, 1952 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
20 იანვარი, 1990 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
დაკრძალულია | ნარდარანის სასაფლაო |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
მოქალაქეობა | სსრკ |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1952 წლის 14 თებერვალს ბაქოში. ჰყავდა ოჯახი, 2 ვაჟი და ერთი ქალიშვილი დარჩა.
დაახლოებით 00:00 საათზე ფარიდა აბასოვას სახლის ეზოში საბჭოთა არმიის ჯარისკაცების მიერ ნასროლი ტყვია გულში მოხვდა. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ფარიდა ექიმების მოსვლამდე დაიღუპა.
20 იანვარს, როდესაც მისი ცხედარი ნარდარანში მიჰყავდათ, სამხედროებმა ხელი შეუშალა.[2] მიუხედავად ამისა, ცხედარი საიდუმლო გზით გადაასვენეს ნარდარანში და დაკრძალეს ნარდარანის სასაფლაოზე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "20 Yanvar Şəhidi" fəxri adının verilməsi haqqında Azərbaycan Respublikasının Prezidentinin 17 yanvar 2000-ci il tarixli 259 saylı Fərmanı. ციტირების თარიღი: 2015-07-17 (აზერბაიჯანული)
- ↑ Şəhidlər. ციტირების თარიღი: 2022-10-05 (აზერბაიჯანული)