ფარახეთის სამების ეკლესია
ფარახეთის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარახეთში.
აღწერა
რედაქტირებაფარახეთის სამების ეკლესია ახალი აღდგენილია. ამ ადგილას შუა საუკუნეებში აგებული ეკლესიის ნაშთი იყო, რომლის ადგილას ახალი ეკლესია ააშენეს. ეკლესია ნაგებია კარგად დამუშავებული კვადრებით, გამოყენებულია ცემენტის ხსნარი. ეკლესიის გადახურვა ორფერდაა, გადახურულია თუნუქით. ტაძარი დარბაზული ტიპისაა, საკმაოდ მოზრდილი. ეკლესიაში შესასვლელი კარი დასავლეთ კედელშია დატანილი. ეკლესიის შიდა სივრცე ნათდება დასავლეთით და აღმოსავლეთით დატანილი თითო-თითო და სამხრეთ კედელში დატანილი ორი ვიწრო სარკმლით. დასავლეთ ფასადზე, არქიტრავის ქვაზე ე.წ. ბოლნური ჯვარია გამოსახული. ეკლესიის ჩრდილოეთით რამდენიმე მეტრში 4 სვეტზე დაყრდნობილი ღია თაღოვანი სამრეკლოა აგებული. ეკლესიის აღმოსავლეთით პატარა ნაგებობაა ჩადგმული, რომელსაც საცხოვრებლის, კელიის ფუნქცია აქვს. ეკლესიის ეზოში სავარაუდოდ ძველი ეკლესიის კაპიტელი და რამდენიმე არქიტექტურული დეტალია განთავსებული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16706