ფარაზის კოშკის ნანგრევი
ფარაზის კოშკის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ფარაზის მიდამოებში. აგებულია ადრე შუა საუკუნეებში.
სოფლიდან დასავლეთით ნახევარი კილომეტრის მოშორებით, ფერდობზე შემორჩენილია კოშკის დასავლეთი კედლის ნაწილი, რომლის სიმაღლე დაახლოებით 4 მეტრს აღწევს. ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვის მშრალი წყობით. დასავლეთი კედელი მომრგვალებულია, დანარჩენი კედლები მთლიანად განადგურებულია. ჩამონაშალი ქვები გაზიდულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 177