ფალკერსონის პრემია
ფალკერსონის პრემია — პრემია წარმატებული მუშაობისთვის დისკრეტულ მათემატიკაში, რომლის სპონსორები არიან მათემატიკური ოპტიმიზაციის საზოგადოება(ინგლისური)ქართ. (MOS) და ამერიკული მათემატიკური საზოგადოება(ინგლისური)ქართ. (AMS).[1] დაჯილდოება ხდება სამ წელიწადში ერთჯერ MOS-ის საერთაშორისო სიმპოზიუმზე და გაიცემა რამდენიმე ჯილდო, თითოეული (შესაძლებელია მეცნიერთა ჯგუფიც შედიოდეს) 1500 ამერიკული დოლარის ოდენობით.
თავდაპირველად პრემიის გაცემა ხდებოდა დელბერტ რეი ფალკერსონის მემორიალური ფონდიდან, რომელიც დაარსდა ფალკერსონის მეგობრების მიერ მისი გარდაცვალების შემდეგ, რათა წახალისებულიყო იმ სფეროს მათემატიკური სამუშაოები, რომლის სანიმუშო მაგალითი იყო ფალკერსონის ნაშრომი. მას მართავდა AMS. ამჟამად პრემიას აფინანსებს ფონდი, რომელსაც მართავს MPS.