ფაინა რანევსკაიას ძეგლი
ფაინა რანევსკაიას ძეგლი (რუს. Памятник Фаине Раневской) — საბჭოთა მსახიობის ფაინა რანევსკაიას ძეგლი ტაგანროგში. ძეგლი აღიმართა 2008 წელს მის მშობლიურ ქალაქში.
ფაინა რანევსკაიას ძეგლი რუს. Памятник Фаине Раневской | |
---|---|
ფაილი:Ranevskaya 01.jpg | |
კოორდინატები | 47°12′39″N 38°56′01″E / 47.2107° ჩ. გ. 38.9335° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
მოქანდაკე | დავიდ ბეგალოვი |
მასალა | ბრინჯაო |
დასრულების თარიღი | 2008 |
მიძღვნილია | ფაინა რანევსკაია |
ძეგლი
რედაქტირებაძეგლის ავტორია როსტოველი მოქანდაკე დავიდ ბეგალოვი და არქიტექტორი - სერგეი რიაბოშტანოვი. ძეგლი აღმართულია ტაგანროგში ფრუნზეს ქუჩაზე, იმ სახლის წინ სადაც ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა მსახიობმა და რომელშიც უკვე მერამდენე წელია ქალაქის ხელისუფლება გეგმავს ფაინა რანევსკაიას მუზეუმის გახსნას. ბრინჯაოს ძეგლი ფაინა რანევსკაიას გამოსახავს ლიალიას როლში ფილმიდან „მიგდებული ბავშვი“[1]. ძეგლის სიმაღლეა 215 სმ. ბრინჯაოს ქანდაკება დგას დაბალ კვარცხლბეკზე, რომელიც გაფორმებულია წითელი გრანიტით. კვარცხლბეკის ზურგის მხარეს არის წარწერა მისი მეცენატებისა და არქიტექტორ-მოქანდაკეების შესახებ.
ისტორია
რედაქტირებაძეგლის იდეა და თავდაპირველი ვერსიის პროექტი ეკუთვნის ტაგანროგელ მოქანდაკეს ალა ვინევსკაიას[2][3], მაგრამ მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება გაემართათ კონკურსი. მასში მონაწილეობდნენ ალა ვინევსკაია (ტაგანროგი), ვლადიმირ დმიტრიევი (ტაგანროგი), დავიდ ბეგალოვი (დონის როსტოვი). კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდა დონის როსტოველი არქიტექტორი დავიდ ბეგალოვი. მსახიობის ძეგლი საკუთარი ხარჯით დაამზადა ტაგანროგის ქარხანამ „Красный котельщик“, რისთვისაც გამოჰყვეს 1 200 000 რუბლი[1].
ფაინა რანევსკაიას ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა 2008 წლის 16 მაისს, ფაინა რანევსკაიას სახელობის თეატრალური ფესტივალის „დიდი პროვინციის“ დაწყების პირველ დღეს. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქის მერი, საოლქო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მრავალრიცხოვანი სტუმართა წრე, რუსეთის სახალხო არტისტები ევგენი სტებლოვი და ირინა კარტაშევა და რანევსკაიას თეატრის თანამშრომლები.
ფაინა რანევსკაიას ძეგლი დღიდან დადგმისა მრავალჯერ გახდა ვანდალიზმის მსხვერპლი[4][5][6][7][8][9][10][11][12].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Сдатчикова И. Фаина — наша гордость и любовь... // Таганрогская правда. — 2008. — 26 апр.
- ↑ Ионова Л. В Таганроге будет установлен бюст великой актрисы // Российская газета. — 2007. — 16 ноября.
- ↑ Владимирова М. Котлостроители поставят Раневской памятник // Таганрогская правда. — 2007. — 14 ноября.
- ↑ Потеря И. В Таганроге памятнику Фаине Раневской вернули зонтик // Комсомольская правда. — 2010. — 27 янв.
- ↑ Фельдман Г. Таганрогские отморозки отметили юбилей Фаины Раневской // www.rostovnews.net. — 2011. — 29 авг.
- ↑ Фельдман Г. Пионэры поздравили Раневскую с 8 марта // www.rostovnews.net. — 2012. — 12 марта.
- ↑ Каратаева В. Многострадальный зонтик // Таганрогская правда. — 2012. — 15 марта.
- ↑ Иванова Е. В Таганроге вандалы испортили памятник Фаине Раневской // Комсомольская правда. — 2012. — 11 марта.
- ↑ Андреянов Д., Туманевич А. В Таганроге вандалы испортили памятник Фаине Раневской[მკვდარი ბმული] // beta.tvc.ru. — 2012. — 23 марта.
- ↑ Строганов А. У Фаины Гершевны снова зонтик стырили // tagangraf.livejournal.com. — 2014. — 3 июня.
- ↑ Собств. корр. У памятника Фаине Раневской в Таганроге похитили зонтик // bloknot-taganrog.ru. — 2014. — 16 июня.
- ↑ Варламова И. В Таганроге памятнику Раневской вернули зонтик // Российская газета. — 2014. —17 июня.