ქართული: კინტრიშის დაცული ტერიტორია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის რაიონში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 13.893 ჰა-ს შეადგენს. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის, ზღ. დ.-დან 300-2500 მ-ის სიმაღლეზე. დაცულ ტერიტორიებს ჩრდილოეთით ქობულეთის სატყეოს ადმინისტრაციის ტერიტორიები, სამხრეთ აღმოსავლეთით შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სამხრეთით ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სამხრეთ-დასავლეთით კი მტირალას ეროვნული პარკი ესაზღვრება. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ორ სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას - სახელმწიფო ნაკრძალსა და დაცულ ლანდშაფტს მართავს. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი 1959 წელს შუამთის რელიქტური ტყეებისა და ენდემური სახეობების, ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნით დაარსდა.
2007 წელს კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ბაზაზე დაცული ლანდშაფტი შეიქმნა. სახელმწიფო ნაკრძალის ფართობია 10703 ჰა, ხოლო დაცული ლანდშაფტის 3190 ჰა. კინტრიშის ორი ტურისტული მარშრუტი მდებარეობს ზღვის დონიდან 300-2000 მ-ის სიმაღლეზე. ბილიკზე გადაადგილება შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე ცხენით. მარშრუტის გასწვრივ მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, ასევე გამოყოფილია კოცონის დასანთები ადგილი. გიდის, ცხენის და ადგილობრივი ტრანსპორტის ორგანიზებაში დაგეხმარებათ დაცული ტერიტორიების ვიზიტორტა ცენტრი.
ნამუშევრის გაზიარება – ნამუშევრის კოპირება, გავრცელება და გადაცემა.
შექმნათ დაფუძნებულები – ნამუშევრის შესწორება
შემდეგი პირობებით:
მოხსენიება – თქვენ უნდა მიუთითოთ წყაროს შემქმნელი იმ გზით, რომელიც დანიშნა ავტორმა ან საავტორო უფლებების მფლობელმა. მაგრამ არა ისე, თითქოს წყაროს ავტორი მხარს გიჭერთ თქვენ ან დაუჭირა თქვენს მიერ შექმნილ ნაწარმოებს.
გავრცელება იგივე პირობებეით – თუ თქვენ ცვლით, ან ქმნით ახალ ნაშრომს ამ ნამუშევრის გამოყენებთ, თქვენ გაქვთ უფლება გაავრცელოთ იგი იგივე ან შესაბამისი ლიცენზიით, რომლითაც ვრცელდება წყარო.
ეს ფაილი შეიცავს დამატებით ინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ ამ სურათის შექმნისას გამოყენებულმა ციფრულმა კამერამ ან სკანერმა დაამატა. თუ ფაილის ორიგინალს სახე ეცვალა, ზოგიერთი დეტალი შესაძლოა მოდიფიცირებულ სურათს არ ეხამებოდეს.