ფაილი:ყორანთის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია.jpg

თავდაპირველი ფაილი ((5 472 × 3 648 პიქსელი, ფაილის ზომა: 6,95 მბ, MIME ტიპი: image/jpeg))

ეს ფაილი მდებარეობს Wikimedia Commons სერვერზე.
იხილეთ მისი აღწერის გვერდი სრული ინფორმაციისთვის.
გადასვლა ფაილის გვერდზე
გადასვლა ფაილის გვერდზე
გადასვლა ფაილის გვერდზე

რეზიუმე

აღწერა
ქართული: ყორანთის ციხე და წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს ქალაქ ბოლნისში, მის ჩრდილოეთ კიდეში, მთის წვერზე (კოორდ. 41.456249, 44.530281). ყორანთა ყოფილა შუა საუკუნეების სოფელი, რომელიც XIV საუკუნეში ქაჩიბაძეებს ეკუთვნოდათ. XV საუკუნის დასაწყისში ბარათა ქაჩიბაძეს სოფელი მცხეთის სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს. 1529 წლისათვის ყორანთა ნასოფლარია. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ყორანთის ეკლესიაში ესვენა ატოცის ჯვარი, რომელშიც ინახებოდა წმინდა გიორგის ბეჭის ძვალი. ჯვარი შემდეგ სამცხეში, სადგერის ტაძარში, მოხვედრილა (ეს უნდა მომხდარიყო XV საუკუნის ბოლოს, რადგან ამ პერიოდში სადგერში შექმნილ ოდაში უკვე იხსენიება ყორანთის წმინდა გიორგის ეკლესიის ჯვარი), მის დროს კი უკვე იმერეთში, ჩხარში, ყოფილა დასვენებული. დღეს ეს ჯვარი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. შესაბამისად, ყორანთის ეკლესია წმინდა გიორგის სახელობის ყოფილა. XVII საუკუნის დასაწყისში ყორანთა განუახლებია ნიკოლოზ კათალიკოსს. 1721 წლისათვის ყორანთა უკვე გაპარტახებულია. არსებობს გადმოცემა, რომ სახელი ყორანთა ფრინველ ყორნისაგან ეწოდა და წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდება. ნასოფლარის ტერიტორიაზე დღეს ბოლნისის სასაფლაოა.

ყორანთის ციხე, რომელიც ტაძრის თანადროული უნდა იყოს (XIV საუკუნის პირველი ნახევარი), კლდის ქიმს მორგებული მრავალწახნაგა ნაგებობაა. გალავნის კედელში ჩართულია სხვადასხვა ზომის 13 ნახევარწრიული ბურჯი, რომელთაგან ნაწილი ყრუა და კონტრფორსებს წარმოადგენს, ნაწილი კი საბრძოლო ბურჯები უნდა ყოფილიყო. ციხეში შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეშია დატანებული, კარიბჭე ორი ბურჯითაა გამაგრებული. კარიბჭესთან და გალავნის სამხრეთი კედლის შუა ნაწილში მართკუთხა ფორმის ნაგებობები ყოფილა მიშენებული. გალავნის შუაში, ყველაზე ამაღლებულ ადგილზე, ეკლესია დგას. ტაძარი XIV საუკუნის პირველ ნახევარშია აშენებული. იგი დარბაზულია და აგებულია კლდეზე. კედლები სხვადასხვა ფერისა და ჯიშის ქვითაა ამოყვანილი. სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფასადები კარგად ნათალი კვადრებით იყო შეპერანგებული. ტაძარს სამხრეთის კარი და სამი ვიწრო და თაღოვანი სარკმელი აქვს. ნახევარწრიულ აფსიდს ქვის კანკელი ჰქონია. ინტერიერი ტაძრის აშენების დღიდან სრულად ყოფილა შელესილი. მონოტონური ინტერიერისაგან განსხვავებით ფასადების ერთიან სივრცეში კარგად ჯდება კარ-სარკმელთა სადა ლილვებით მოჩარჩოება. კარის პორტიკი დასრულებულია თაღით, რომელში მოქცეული ტიმპანიც სადადაა დატოვებული. ტაძარს სამხრეთიდან აქვს მოგვიანებით აშენებული ორნაწილიანი სტოა, რომლის ფასადები კარგად ნათალი კვადრებით ყოფილა შეპერანგებული. სტოის აღმოსავლეთი მხარე ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. ეკვდერი კარიბჭისაგან გამოყოფილია კარით და განათებულია ორი სარკმლით. ციხე და ეკლესია, როგორც ჩანს, მაშინ უნდა დაზიანებულიყო, როცა სოფელი ყორანთა ნასოფლარად იქცა, ანუ XVI საუკუნის დასაწყისისათვის.

ტაძარი რესტავრირებულია, მას 2006 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
ეს არის ფოტო საქართველოში მდებარე ძეგლის შესახებ, საიდენტიფიკაციო კოდით:
1488


თარიღი
წყარო პირადი ნამუშევარი
ავტორი Nikusha1999.
კამერის მდებარეობა41° 27′ 24,08″ ჩ. გ., 44° 32′ 30,26″ ა. გ. Kartographer map based on OpenStreetMap.იხილეთ ეს და სხვა ახლომდებარე სურათები საიტ(ებ)ზე OpenStreetMapinfo

ლიცენზია

მე, ამ ნამუშევარზე საავტორო უფლებების მფლობელი, ვაქვეყნებ მას შემდეგი ლიცენზიით:
w:ka:Creative Commons
მოხსენიება გავრცელება იგივე პირობებეით
This file is licensed under the Creative Commons Attribution-Share Alike 4.0 International license.
თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ:
  • ნამუშევრის გაზიარება – ნამუშევრის კოპირება, გავრცელება და გადაცემა.
  • შექმნათ დაფუძნებულები – ნამუშევრის შესწორება
შემდეგი პირობებით:
  • მოხსენიება – თქვენ უნდა მიუთითოთ წყაროს შემქმნელი იმ გზით, რომელიც დანიშნა ავტორმა ან საავტორო უფლებების მფლობელმა. მაგრამ არა ისე, თითქოს წყაროს ავტორი მხარს გიჭერთ თქვენ ან დაუჭირა თქვენს მიერ შექმნილ ნაწარმოებს.
  • გავრცელება იგივე პირობებეით – თუ თქვენ ცვლით, ან ქმნით ახალ ნაშრომს ამ ნამუშევრის გამოყენებთ, თქვენ გაქვთ უფლება გაავრცელოთ იგი იგივე ან შესაბამისი ლიცენზიით, რომლითაც ვრცელდება წყარო.


Captions

Add a one-line explanation of what this file represents

source of file ინგლისური

original creation by uploader ინგლისური

coordinates of the point of view ინგლისური

41°27'24.08"N, 44°32'30.26"E

captured with ინგლისური

Canon EOS 6D ინგლისური

ფაილის ისტორია

დააწკაპუნეთ თარიღზე/დროზე ფაილის დასათვალიერებლად, როგორც ის მაშინ გამოიყურებოდა.

თარიღი/დრომინიატიურაზომებიმომხმარებელიშენიშვნა
მიმდინარე08:36, 10 ოქტომბერი 2023მინიატურა 08:36, 10 ოქტომბერი 2023 ვერსიისთვის5 472×3 648 (6,95 მბ)Nikusha1999.Uploaded own work with UploadWizard

ამ ფაილზე ბმული მოცემულია შემდეგ გვერდებზე:

მეტამონაცემები