ფაილის განხილვა:Rose Revolution.jpg

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Geagea თემაში Commons

ეს სურათი ნამდვილად ვარდების რევოლუცისაა? ჯერ ერთი რომ მიტინგი მაგ დროს პარლამენტის წინ იყო როგორც მახსოვს. მეორეც რომ აქ "თბილისის თავზე ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს" :), რომელიც იმ დროს ოფიციალური არ იყო და შესაბამისად მერიის თავზეც არ აღმართავდნენ. —დათო 10:35, 13 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

კი უცნაურია ხუთჯვრიანი დროშა რათომაა? როგორც მახსოვს მერე მიიღეს ეს დროშა საახელმწიფო დროშად--თეიმურაზი () 10:54, 13 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

გასარკვევია. ინგლ. ვიკიში კობერის შეტანილია. --ცანგალა ([[მომხმარებელი განხი ლვა:Zangala|გ]]) 11:10, 13 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

უაუ... ვიკრიჭები --თეიმურაზი () 11:12, 13 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

არაფერი საგანგაშო :) რევოლუციამდე სააკაშვილი რომ საკრებულოს თავმჯდომარე იყო გახსოვთ, ჰოდა ეს ზუსტად ის მომენტია როცა საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წინ გამართა მიტინგი 23-ში, ამით ისარგებლეს აღორძინების აქტივისტებმა და პარლამენტის წინ ვაკუუმი შეავსეს. მანამდე რა თქმა უნდა 2-დან 23-მდე მიტინგები პარლამენტთან იყო. დროშას რაც შეეხება, პარლამენტი გაიტანეს ბარბაროსულად - მაგიდაზე ბრაგაბრუგით და დროშის ჩარჭობას მანდ ვინ დაუშლიდა :) --Rastrelli F 11:30, 13 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

კი არავინ დაუშლიდა, მარა ეგ ოფიციალური დროშა არ იყო იმ დროს და სულელები ხომ არ იყვნენ ნაციონალების, ანუ საკუთარი დროშა საკრებულოს თავზე დაერჭოთ? ის ძველი დროშა რას უშლიდა? თანაც, როგორც მახსოვს, ხალხში ძველი სისხლისფერი დროშები სჭარბობდა ხუთჯვრიანებს, რადგან ეს მხოლოდ ნაციონალების სიმბოლო იყო და იმდენად პოპულარული არ იყო, როგორც საქართველოს დროშა. მე მაინც მგონია, რომ რაღაც შეცდომაა. —დათო 14:51, 13 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი
მაშინ იმას გაგახსენებთ, რომ მიუხედავათ არასახელმწიფოებრიობისა, დროშის საკრებულოს თავზე აღმართვის დადგენილება საკრებულომ სწორედ სააკაშვილის თავმჯდომარეობისას მიიღო (ლაპარაკია არა მთავარ შპილზე, არამედ სწორე სურათზე აღბეჭდილ დეტალზე) , და რომელსაც აპროტესტბდა ბ-ნი გურამ შარაძე. თუ გახსოვთ მისი აქციები, რომელზეც სწორედ დროშის არასახელმწიფო სტატუს ამახვილებდა და პარალელს ავლებდა საბჭოთა წითელი დროშის აღმართვასთან. R

საქართველოს ისტორიაში იმდენი რამ ხდება გაყალბებების თვალსაზრისით - ეს სურათი საგანგაშო არ არის. უბრალოდ სურათი როგორც ვარდების რევოლუციის სათაურით არ უნდა არსებობდეს. სხვა სათაური შეესაბამება. ცანგალა () 15:15, 13 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

გეთანხმები ცანგალა, თუმცა კი გაყალბებას ყოველთვის ჰქონდა ადგილი და არა მარტო ჩვენთან :) აგრეთვე, „არ უნდა არსებობდეს“ ერთი შეხედულებაა, ხოლო „უნდა არსებობდეს“ - მეორე, რომესაც აქვს ასევე არსებობის უფლება ვიღიმი R 07:48, 14 ნოემბერი 2008 (UTC)
ვერ გავიგე, რას ერჩით ამ სურათს? ა.

ვარდების რევოლუცია არ არის.--ცანგალა () 14:34, 14 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი


ეს არის მიშას გაპრეზიდენტების შემდეგ მომხდარი რაღაც. ისე, ახლა გამახსენდა, იქნებ ბუშის ჩამოსვლაა? იმას ჰგავს. ადგილიც ემთხვევა და დროშაც. ვარდების რევოლუცია რომ არაა, ამაზე აღარც ღირს კამათი და პირველ რიგში აქედან ამოვიღოთ. უცნაური კიდევ ისაა, რომ მეტამონაცემები არაა :(. არ უნდა იყოს? რომ იყოს თარიღს გავარკვევდით გადაღებისას. —დათო 14:45, 14 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი


ვიკიციტატა
„ეგ ოფიციალური დროშა არ იყო იმ დროს და სულელები ხომ არ იყვნენ ნაციონალების, ანუ საკუთარი დროშა საკრებულოს თავზე დაერჭოთ?“

უბრალო ადამიანს ვინ აუშვებდა საკრებულოს სახურავზე, მსგავსი საქმიანობით სწორედ ნაც. მოძრაობის აქტივისტები იყვნენ დაკავებულნი. მეორეც, თუ ბუშის ჩამოსვლაა სადაა ის დიდი სცენა, ზემაგარი შუშის კედლით, ან რაღა დროს ძველი დროშებია?! მესამეც, თუ არ გჯერათ, მიწერეთ ორგინალურ წყაროს და გაგცემენ პასუხს, ეს სურათი თავად პრეზიდენტს აქვს თავის კაბინეტში, როგორც ვარდების რევოლუციის.--Rastrelli F 15:07, 14 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი


ახლა არ თქვათ ბუშს (ბუშის ქუჩის სახელი რომ არ შეცვლილა?) შევეკითხოთ. ის უკვე წავიდა. მიშიკოს ამისთვის არ ცხელა (ნიცას ციებ-ცხელება აქვს). ისე ის სომეხი რომ დააკავეს იქნებ იმან გაიხსენოს (მისი ბედიც საინტერესოა). - ეს ხუმრობით ვაპაჭუნებ ვეთანხმები რასტრელს ბუშის ჩამოსვლის დროს

ვიკიციტატა
„ ბუშის ჩამოსვლაა სადაა ის დიდი სცენა, ზემაგარი შუშის კედლით, ან რაღა დროს ძველი დროშებია?!“

ამერიკის დროშებიც არ არის. ბუშის ჩამოსვლის დროს წმ. გიორგი უკვე იყო? არ მახსოვს. პრეზიდენტს აქვს თავის კაბინეტში? ე.ი.თავს იტყუებს თუ ატყუებენ? ჯობია ჩვენი განხილვის გვერდი დროზე წაიკითხოს და შეცვალოს სურათი. საინტერესოა ვინ არის მისი პირადი ფოტოგრაფი. --ცანგალა () 15:21, 14 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი


სცენა ხომ შენობის წინ იყო, ამიტომ ამ სურათზე მაინც არ გამოჩნდებოდა, მარა რადგან ამერიკის დროშები არაა, ე.ი. „ბუშის პერიოდიც“ არაა. ისე, ძველ დროშებს დღესაც ხმარობენ... აქ აშკარად ეტყობა, რომ უკვე ხუთჯვრიანი დროშა ოფიციალურია, იმიტომ რომ ესენი უფრო მეტია. ცენტრში მგონი შადრევანია ხომ? ე.ი. ჯერ დაწყებულიც არაა მონუმენტის მშენებლობა... 2006 წლის 23 ნოემბრამდეა გადაღებული :)) უფრო ადრეც... თუმცა ეს რაში გამოგვადგება... ვიკრიჭები. მოკლედ, შეიძლება ვარდების რევოლუციის წინა პერიოდია, დაწყების წინ (არა მგონია)... ან ვარდების რევოლუციის შემდეგი დრო... მაგრამ ვარდების რევოლუცია დაიწყო პარლამენტის წინ და არ აქვს აზრი მას წინ უსწრებდა თუ არა ხალხმრავლობა მერიასთან. ეს ვარდების რევოლუცია არაა.... ჰოდა, საერთოდაც ამდენი რომ არ ვილაპარაკოთ, სხვა უფრო კარგი სურათის მოძებნაც ხომ შეიძლება :)) პარლამენტთან. —დათო 15:39, 14 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი


აი, ახლა დავეჭვდი :) [1] [2] —დათო 15:48, 14 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

ააააჰააა, ამ სურათში (ბმულზე) ჩანს რომ დროშას ცვლიან, მგონი... —დათო 15:49, 14 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი
უი, მაგ ევროპამ არ დაინახოს თორემ ევროკავშირში საქართველოს მიღება კიდევ დიდხანს გადაიდება. (ისე საკითხავია საქართველოს დროშა შეცვალეს თუ ევროპის?). ისე რესპუბლიკის მოედანზე არ იყო ხოლმე დიდი შეკრებები ანუ ანდროპოვის ყურებთან. მგონი ვარდი დღემდე არ დაუდგამთ დავით აღმაშენებლის ადგილას. რადგან ვარდი იქ უნდა დაიდგას ე. ი. რევოლუციაც იქ მოხდა. პარლამენტთან 9 აპრილი იყო, ვარდების რევოლუცია - რესპუბლიკის მოედანზე. --ცანგალა () 16:01, 14 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

აქვე იმის დამატება მინდა, რომ მაგ გვერდზე საქართველოს გერბი არის ძველი. დანარჩენი თქვენ შეაფასეთ.--ცანგალა () 16:07, 14 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

ვერანაირი აზრი ვერ ამოვიტანე თქვენი არგუმენტებიდან. რევოლუციის დროს რა კანონზე გაქვთ საუბარი? ნაც. მოძრაობის აქტივისტების ხელში იყო მერია იმ დროს, პარლამენტის წინ კი შევარდნაძის მომხრეები იყვნენ, სანამ ესენი დაიძრებოდნენ იქითკენ. ჰო და მერიის თავზე თუ მის ერთ-ერთ აივანზეც მათ ააფრიალეს ეს დროშა. ყველა დასავლურმა გაზეთმა თუ ჟურნალმა გამოაქვეყნა ეს სურათი მაშინ. - ალ-ო     @ 16:52, 14 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

ე. ი. ეს სურათი არის ისტორიული ვარდების რევოლუცია? --ცანგალა () 17:14, 14 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

სურათი ვერ იქნება თავისთავად ვარდების რევოლუცია. ამ სურათზე ასახულია ვარდების რევოლუციის პერიოდის (ეს მხოლოდ ერთ დღეს არ მოიცავს) ერთ-ერთი კადრი. ა.
რა თქმა უნდა, ვარდების რევოლუციაა. მერიის თავზე ხუთჯვრიანი დროშა სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარედ გახდომიდან ფრიალებს.– ოთარი () 20:25, 27 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ეს ბუშის ჩამოსვლა არაა? --თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 15:42, 16 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

Commons

რედაქტირება

ბევრი სურატები არის commons:Category:Rose Revolution. ბევრ უკავია ახალი დროშა:

Geagea განხილვაწვლილი 21:29, 16 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

ფაილ „Rose Revolution.jpg“-ზე დაბრუნება.