ფაილის განხილვა:Irakli lekvinadze.jpg
ირაკლი ლექვინაძე ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, საჯარო მოხელე.
სამუშაო გამოცდილება
2019 წლის 27 ნოემბრიდან, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე. 2022 წლიდან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2018-2019 წწ. საქართველოს ბიზნესომბუდსმენი; 2015-2017 წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; 2014 წ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) - მიწვეული ლექტორი; 2009-2016 წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - მიწვეული ლექტორი; 2013 წ. ინგლისურენოვანი გაზეთი “Caucasian Business Week“ - დამფუძნებელი; 2012 წ. შპს "ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაით – BPI’’- დამფუძნებელი; 2012-2015 წწ. ილიას უნივერსიტეტთან არსებული კვლევითი და საკონსულტაციო ცენტრი – "ილიაუნი ბიზნეს რევიუ’’ - ასისტენტ – მკვლევარი; 2010-2011წწ. შპს "ჰოლდინგი საქართველოს მედიის გაერთიანება’’ - კომერციული სამსახურის უფროსი; 2009-2010 წწ. შპს "ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი’’, შპს Georgian Business Week - კომერციული დირექტორი; 2006-2009 წწ. შპს "ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი’’ - მთავარი რედაქტორი; 2002-2006 წწ. გაზეთ "ბანკები და ფინანსები’’- რედაქტორი; 2004-2005 წწ. საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა’’ - პროექტის მენეჯერი; 2000-2006 წწ. ა/ო "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია’’- ვიცე პრეზიდენტი.
განათლება
2012-2015 წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი (PHD). სადოქტორო თემა – "ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების გავლენა კონკურენციის პოლიტიკაზე საქართველოში’’; 2013 წ. მაასტრიხის მენეჯერთა სკოლა, ჰოლანდია. ფაკულტეტი - კვლევის მეთოდები ბიზნესში; 2003-2001 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ეკონომიკის მაგისტრი; 2001-1997 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ეკონომიკის ბაკალავრი. (ეკონომიკური თეორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია).
კვალიფიკაცია
2017 წ. აზიის განვითარების ბანკი (ADB). ლიდერობის პროგრამა – „მდგრადი ურბანული და ინკლუზიური განვითარება და კლიმატის ცვლილება“ – ტოკიო, იაპონია; 2014 წ. EBRD-ის BAS–ის პროგრამა - კონსულტანტი; 2013-2015 წწ. ფინანსთა სამინისტრო - მრჩეველთა საბჭოს წევრი; 2011-2014 წწ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) - ტრენერი; 2014 წ. ნიდელანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი (NIMD) - ტრენერი; 2014 წ. ევროპის სახლი - ტრენერი; 2012 წ. მარტი-აპრილი IREX, მართვის აკადემია - მედია გაყიდვების ორგანიზება.
საზოგადოებრივი აქტივობები და სხვა დამსახურებები
სტატიები, ინტერვიუები, კომენტარები და ანალიტიკური შეფასებები პერიოდულად ქვეყნდება მედიის სხვადასხვა საშუალებებში; ჟურნალი ფორბსი, 2014 წლის თებერვალი – "როგორი უნდა იყოს ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკა’’; ამერიკული ჟურნალი – Eastern European and Central Asian Research, სტატია – Political and Economic Decisions and Competition – What is the Efficient Antimonopoly Policy, 2014; 2003 წელი - ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით, მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის მადლობა.
ოჯახური მდგომარეობა - ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენას.
დაიწყეთ განხილვა თემაზე „ფაილი:Irakli lekvinadze.jpg“
განხილვის გვერდი არის ადგილი, სადაც საზოგადოება განიხილავს სხვადასხვა საკითხს, რომელიც ვიკიპედიის შიგთავსის გაუმჯობესებას უკავშირდება. ამ გვერდის გამოყენება შეგიძლიათ სხვა მომხმარებლებთან დისკუსიისთვის, რათა გააუმჯობესოთ გვერდი „ფაილი:Irakli lekvinadze.jpg“.