ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფაზილ იმამვერდი ოღლუ ნაჯაფოვი (აზერ. Fazil İmamverdi oğlu Nəcəfov; დ. 16 თებერვალი, 1935, ბაქო - 11 ივლისი, 2023, ბაქო) — აზერბაიჯანელი მოქანდაკე, მიჩნეული აზერბაიჯანული ქანდაკების ავანგარდული ხელოვნების ფუძემდებლად, აზერბაიჯანული ქანდაკების ხელოვნების მხატვარი (2002).[1]

ფაზილ ნაჯაფოვი
დაიბადა 16 თებერვალი, 1935(1935-02-16)
დაბადების ადგილი ბაქო
გარდაიცვალა 11 ივლისი, 2023(2023-07-11) (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფაზილ ნაჯაფოვი დაიბადა 1935 წელს ქალაქ ბაქოში. 1955 წელს დაამთავრა ბაქოს აზიმ აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სკოლა. 1961 წელს ფაზილ ნაჯაფოვმა დაამთავრა მოსკოვის სურიკოვის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტი.[2]

1960-იანი წლების დასაწყისიდან ნაჯაფოვი მონაწილეობს გამოფენებში. ამ პერიოდში ნაჯაფოვის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია 1963 წელს შექმნილი სკულპტურული კომპოზიცია „განმარტება“, მოგვიანებით კი „მენავთობე“.[3]

მიუხედავად კრიტიკისა, ნაჯაფოვი აგრძელებდა თავის შემოქმედებას. შექმნა უფრო და უფრო ახალი ქანდაკებები. დღეს ბაქოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი ფაზილ ნაჯაფოვის ნამუშევრებისგან შედგება. 2002 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ბრძანებულებით ფაზილ ნაჯაფოვს მიენიჭა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება. 2014 წელს ნაჯაფოვის ხელწერაა ბაქოს ცენტრში გამოჩენილი აზერბაიჯანელი კომპოზიტორის ყარა ყარაევის ძეგლი.[4] 2019 წლის იანვარში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „ქვები ცას უყურებს“ პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნებოდა ფაზილ ნაჯაფოვის შემოქმედებას.[5] 2020 წლის 15 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ფაზილ ნაჯაფოვის „შოჰრათის“ ორდენით დაჯილდოების შესახებ. ფაზილ ნაჯაფოვი გარდაიცვალა 2023 წლის 11 ივლისს.[6]

  1. Каракмазли Д. "В камне я слышу долгое молчание". 2009 год. ციტირების თარიღი: 2019-02-23
  2. Nəcəfov, F. "Yaxşı sənətkar hər yerdə özünü sübut edəcək": [Xalq rəssamı, heykəltaraş Fazil Nəcəfovla müsahibə] /müsahibəni apardı Lalə Azəri //Mədəniyyət.- 2015.- 15 may.- S.13.
  3. Yaxşı sənətkar hər yerdə özünü sübut edəcək. Mədəniyyət (15 may 2015). ციტირების თარიღი: 17 mart 2016.
  4. Памятник Кара Караеву — памятник, который стал украшением Баку. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2019-02-25
  5. Xalq rəssamı Fazil Nəcəfov haqqında film çəkilib. ციტირების თარიღი: 2019-02-25
  6. Azərbaycan Respublikasının xalq rəssamı Fazil Nəcəfov vəfat edib (2023-07-12). ციტირების თარიღი: 2023-07-12[მკვდარი ბმული]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფაზილ_ნაჯაფოვი“-დან