ფავზია ზაინალი
ფავზია ზაინალი (დ. 1961[1]) — ბაჰრეინის მედია და სოციალური აქტივისტი, პოლიტიკოსი, წარმომადგენელთა საბჭოს თავმჯდომარე 2018 წლის 12 დეკემბრიდან. ზაინალი პირველი ქალია, რომელიც ხელმძღვანელობს ბაჰრეინის პარლამენტს და მეორე ქალი არაბთა გაერთიანებული საემიროების ფედერალური ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის ამალ ალ ქუბაისის შემდეგ, რომელიც ხელმძღვანელობს არაბულ პარლამენტს.[2]
ფავზია ზაინალი | |
ბაჰრეინის წარმომადგენელთა საბჭოს თავმჯდომარე | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 12 დეკემბერი, 2018 |
მონარქი | ჰამად იბნ ისა ალ-ჰალიფა |
წინამორბედი | აჰმედ ალ-მულა |
დაბადებული | 1961 |
განათლება
რედაქტირებაზაინალმა 1983 წელს დაამთავრა ბაჰრეინის უნივერსიტეტის არაბული ენის ფაკულტეტი,[3] ხოლო მაგისტრატურის კურსებს გადიოდა იორდანიის უნივერსიტეტში.[4] 2008 წელს მან მიიღო ბაჰრეინის პოლიტიკური განვითარების ინსტიტუტის უმაღლესი დიპლომი და 2014 წელს ბაჰრეინის უნივერსიტეტის დიპლომი.[3]
კარიერა
რედაქტირებაზაინალი მუშაობდა ჟურნალისტად[5] და მედია და სოციალურ აქტივისტად.[6] ოცდახუთი წელი მუშაობდა ბაჰრეინის რადიოსა და ტელევიზიის კორპორაციის დირექტორად.[3][4] იგი არის ბაჰრეინის ბიზნესმენ ქალთა საზოგადოების წევრი.[7] 2009 წელს იყო ბაჰრეინის კულტურისა და ინფორმაციის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების კონსულტანტი.[8]
ზაინალმა პირველად კენჭი იყარა პარლამენტში 2006 წელს, ქალი კანდიდატების მიმართ მუქარის მიუხედავად. მის საარჩევნო კარავს ცეცხლი წაუკიდეს და იგი დამამცირებელი ჭორების სამიზნე გახდა.[9] 2014 წელს მან იყარა კენჭი აღმოსავლეთ რიფას მეხუთე ოლქში, მაგრამ მეორე ტურში 288 ხმით ჩამორჩა თავის მამაკაც ოპონენტს.[2] საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ყურადღებას გაამახვილებდა ქალების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე უმუშევრობასთან და კორუფციასთან ბრძოლაზე.[10]
2018 წლის დეკემბერში ზაინალი პარლამენტის წევრად აირჩიეს ხუთ სხვა ქალთან ერთად.[2][11][10] მან გააკრიტიკა წინა პარლამენტი და პირობა დადო, რომ მისთვის პრიორიტეტული იქნებოდა თავის ოლქში ღარიბთა საჭიროებები.[10]
2018 წლის 12 დეკემბერს ზაინალი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს, რის შემდეგაც მეფე ჰამად იბნ ისა ალ-ჰალიფამ დაამტკიცა აღნიშნულ თანამდებობაზე.[2] ამის შემდეგ მან განაცხადა: „წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი ქალის სპიკერის არჩევა წარმოადგენს ნახტომისებურ განვითარებას და სიამაყის წყაროს ბაჰრეინის სამეფოსთვის, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას ქალების გაძლიერებისთვის“.[5]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაზაინალი სუნიტი მუსლიმია. ჰყავს ერთი ვაჟი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bahrain en (5 July 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი 2022. ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი 2022.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Naar, Ismaeel (13 December 2018). „Fawzia Zainal elected first woman Speaker of Bahraini parliament“. Al Arabiya. ციტირების თარიღი: 26 December 2018.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Fawzia Zainal … Meet the most important woman in Manama. Navva.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-22. ციტირების თარიღი: 2022-11-12.
- ↑ 4.0 4.1 Board of Trustees. Ahlia School.
- ↑ 5.0 5.1 Fawzia Zainal elected first woman Speaker of Bahraini parliament. alarabiya (12 November 2022). ციტირების თარიღი: 12 November 2022.
- ↑ "Let's translate the battle order into action" Thus, Bahrain Fawzia Zainal, the news of her victory in the presidency of the Bahrain House of Representatives, was on the throne of the first Bahrain woman wins this high position through free and direct elections. vaaju.com (13 December 2018). ციტირების თარიღი: 26 December 2018.
- ↑ Fawzia Zainal. Bahrain Businesswomen's Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-01. ციტირების თარიღი: 2018-12-26
- ↑ Nacelewicz, Tess. (13 October 2009) Bahraini women dispel stereotypes for students in Cape Elizabeth. Keep Me Current. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 26 December 2018.
- ↑ Olimat, Muhamad (2013). Arab Spring and Arab Women. Routledge, გვ. 51. ISBN 9781317937388.
- ↑ 10.0 10.1 10.2 Southern Governorate - Definitive guide to Bahrain's 2018 parliamentary elections. Citizens for Bahrain (6 December 2018). ციტირების თარიღი: 26 December 2018.
- ↑ Naar, Ismaeel. (2 December 2018) Breaking the glass ceiling: Record number of women elected to Bahrain parliament. Al Arabiya. ციტირების თარიღი: 26 December 2018.