ფაბულა
ფაბულა — მწერლის მიერ შერჩეული ან შექმნილი ისეთი მასალა, რომელიც დამახასიათებელია მოვლენათა ჯგუფისათვის და რომელიც თავიდანვე ტიპური მნიშვნელობისაა.
ფაბულა და სიუჟეტი ერთმანეთთან შეფარდებული ცნებებია.
ფაბულა სიტყვასიტყვით ნიშნავს არაკს – ამბავს. ფაბულას განიხილავენ, როგორც მხატვრული ნაწარმოების ჩონჩხს. მასში გულისხმობენ იმას, რაც არის მოთხრობილი. მაგ. გაზეთ „ივერიაში” განთავსებული ქრონიკა იმის შესახებ, რომ მატარებელმა იმსხვერპლა ადამიანი, არის ე. ნინოშვილის მოთხრობის „განკარგულების” ფაბულა.
ფაბულა ლიტერატურული ნაწარმოების მასალაა, სიუჟეტი კი ამ მასალის შესაფერისად დალაგება–დაკავშირების ხერხია[1].
ფაბულაში მთავარი ყურადღება ექცევა არაკს, ამბავს, ე.ი. იმას, თუ რა არის მოთხრობილი, სიუჟეტში კი როგორ არის მოთხრობილი. მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტი გამოხატავს ადამიანთა ურთიერთობას, რომელსაც ავტორი გვიჩვენებს განსაზღვრულ მოვლენათა ჯაჭვის საშუალებით. მწერლის მიერ გათვალისწინებული ლიტერატურული ნაწარმოები მხოლოდ ფაბულაში მოცემული მასალის შესაფერისად დალაგება–დაკავშირებისა და მოვლენის დეტალურად გადმოცემის შემდეგ იქცევა მხატვრულ ნაწარმოებად.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ansen Dibell, Ph.D. (1999-07-15). Plot, Elements of Fiction Writing. Writer's Digest Books, გვ. 5 f.. ISBN 978-0-89879-946-0.