უხილავი ქალაქები (იტალ. Le città invisibili) — იტალიელი მწერლის, იტალო კალვინოს რომანი. პირველად 1972 წელს გამოქვეყნდა ჯულიო ეინაუდის რედაქტორობით.

„უხილავი ქალაქები“
Le città invisibili
ავტორი იტალო კალვინო
გარეკანის მხატვარი რენე მაგრიტი, ციხესიმაგრე პირენეებში, 1959
ქვეყანა იტალიის დროშა
ენა იტალიური ენა
გამომცემელი Giulio Einaudi
გამოცემის თარიღი 1972
მთარგმნელი უილიამ ვივერი (ინგ.)
დარეჯან კიკოლიაშვილი (ქართ.)
ქართულად გამოიცა 2015

წიგნში მარკო პოლოს ფანტაზიით შექმნილი წარმოსახვითი ქალაქებია წარმოჩენილი. წიგნს მოგზაურსა და დაბერებულ და მოუცლელ იმპერატორ ყუბილაი ხანს შორის საუბრის ფორმა აქვს. წიგნის დიდი ნაწილი მარკო პოლოს მიერ მოყოლილი მცირე პროზაული პოემებისგან შედგება, რომლებშიც 55 გამოგონილი ქალაქია აღწერილი და მათი დიდი ნაწილი შეიძლება იგავების ან მედიტაციების სახით იქნეს წაკითხული კულტურის, ენის, დროის, მეხსიერების, სიკვდილის ან ადამიანთა გამოცდილების ზოგადი ბუნების შესახებ.

ისტორიული ფონი

რედაქტირება

უხილავი ქალაქები სამოგზაურო ლიტერატურის ჟანრის არქეტიპული მაგალითის, მარკო პოლოსო მოგზაურობა, დეკონსტრუქციაა. ამ წიგნში მარკო პოლო ცნობილი ვენეციელი ვაჭრის აზიასა და მონღოლთა იმპერიაში მოგზაურობას აღწერს.

სტრუქტურა

რედაქტირება

9 თავში მარკო პოლო 55 წარმოსახვით ქალაქს აღწერს, რომელთაც ქალთა სახელები აქვთ. ქალაქები 11 თემატურ ჯგუფად იყოფა, რომლებშიც 5-5 ქალაქია მოქცეული.

  1. ქალაქები და ხსოვნა
  2. ქალაქები და სურვილი
  3. ქალაქები და ნიშნები
  4. უცნაური ქალაქები
  5. ქალაქები და ვაჭრობა
  6. ქალაქები და მზერა
  7. ქალაქები და სახელი
  8. ქალაქები და მიცვალებულები
  9. ქალაქები და ცა
  10. უსასრულო ქალაქები
  11. ფარული ქალაქები
თავი No. ხსოვნა სურვილი ნიშნები უცნაური ვაჭრობა მზერა სახელი მიცვალებულები ცა უსასრულო ფარული
1 დიომირა
ისიდორა
დოროთეა
ზაირა
ანასტასია
თამარი
ზორა
დესპინე
ზირმა
იზაურა
2 მაურილია
ფედორა
ზოია
ზენობია
ევფემია
3 ზობეიდა
იპათია
არმილა
ქლოე
ვალდრადა
4 ოლივია
სოფრონია
ევტროპია
ზემრუდა
აგლაურა
5 ოქტავია
ერსილია
ბავკისი
ლეანდრა
მელანია
6 სმერალდინა
ფილიდე
პირა
ადელმა
ევდოქსია
7 მორიანა
კლარისა
ევსაპია
ბერსება
ლეონია
8 ირენე
არგეა
თეკლა
ტრუდე
ოლინდა
9 ლაუდომია
პერინცია
პროკოპოა
რაისა
ანდრია
ცეცილია
მაროცია
პენტესილეა
თეოდორა
ბერენიკე

ჯილდოები

რედაქტირება

1975 წელს წიგნი ნებულას ჯილდოზე იყო წარდგენილი საუკეთესო რომანის კატეგორიაში.[1]

უხილავი ქალაქები საფორტეპიანო ციკლის სახელწოდებაა, რომელიც კომპოზიტორმა სემიუელ ჩომ 2018 წლის ოქტომბერში შეასრულა. [2] ნაწარმოები ხუთი აქტისგან შედგება და ადელმაზე, ისაურაზე, პენთესილეაზე, ერსილიასა და ვალდრადაზეა დაფუძნებული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://nebulas.sfwa.org/award-year/1975/
  2. Invisible Cities (2017/18), for solo piano en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-29. ციტირების თარიღი: 2019-06-29.