უცნობი ყვითელი
უცნობი ყვითელი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ძლიერ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ევავილი მდედრობითია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის, მოყვითალო ფერის. ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. კანი სქელი და ნაკლებად მკვრივი აქვს, რბილობი — საშუალო სიმკვრივის, ხორციანი და წვნიანი, გემო — სასიამოვნო.
სიმწიფის საშუალო პერიოდის ჯიშია.
მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო, ასევე გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 366