უცნობი ქალის წერილი

უცნობი ქალის წერილი (გერმ. Brief einer Unbekannten) — შტეფან ცვაიგის ნოველა. გამოქვეყნდა 1922 წელს, ის მოგვითხრობს ავტორის ისტორიას; იგი კითხულობს ქალის წერილს, რომელიც არ ახსოვს და თვალწინ უდგება მისი ცხოვრების ისტორიის მონაკვეთები.

შინაარსი

რედაქტირება

მდიდარი და ცნობილი მწერალი ერთ-ერთ დასვენებაზე ბრუნდება ვენაში, საკუთარ სახლში და აღმოაჩენს უცნობი ქალის მიერ დაწერილ დიდ წერილს. მოზარდობის ასაკში ის ცხოვრობდა ღარიბ დაქვრივებულ დედასთან ერთად იმავე შენობაში, სადაც ძლიერ შეუყვარდა მისი მეზობელი სიმპათიური და მომხიბლავი მდიდარი მამაკაცი, რომელსაც მისგან სრულიად განსხვავებული ცხოვრების სტილი ჰქონდა. მისდამი ვნება არც მაშინ განელებია, როდესაც მისი რჩეული მომხიბვლელ ქალებთან ატარებდა ღამეებს, არც მაშინ, როდესაც დედამისი მეორედ გათხოვდა და ინსბრუკში გადავიდნენ. 18 წლის ასაკში ის დაბრუნდა ვენაში მოეწყო სამსახურში და ცდილობდა შეხვედროდა თავის მწერალს. მწერალი ვერ ამჩნევდა მას, მაგრამ ქალის სახელის გაუგებრად სამი ღამე გაატარა მასთან, მანამ, სანამ დასვენებებზე არ გაუჩინარდა. ქალი დაორსულდა და დაკარგა სამუშაო, იძულებული გახდა სოციალურად დაუცველთა თავშესაფარში გაეჩინა ბავშვი. გადაწყდა, რომ მათ შვილს უზრუნველად ეცხოვრა, ამიტომ ქალი ბევრი მდიდარი მამაკაცის საყვარელიც გახდა, მაგრამ მათ ცოლად არასდროს გაყოლია, რადგან მისი გული მხოლოდ მწერალს ეკუთვნოდა. ქალი ერთ-ერთ საყვარელთან ღამის კლუბში იმყოფებოდა, როდესაც დაინახა მწერალი და გაჰყვა სახლში. მწერალისთვის ეს ქალი მხოლოდ სასიამოვნო ღამის პარტნიორი იყო. 1918 წელს პანდემიის გრიპის დროს მათი შვილი გარდაიცვალა და თავადაც დაიავადმყოფა თავი, მან დაწერა წერილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდებოდა.

ადაპტაციები

რედაქტირება

1948 წელს ჰოვად კორჩის მიერ წიგნის ადაპტირებული ფილმის სცენარი დაიწერა. ფილმში მონაწილეობდნენ ჯოან ფონტეინი, ლუის ჯოურდენი, მედი კრისტიანსი და მარსელ ჯორნეტი, რეჟისორი იყო მაქს ოპჰულსი. 1992 წელს უცნობი ქალის წერილი ბიბლიოთეკის კონგრესმა აირჩია, რათა შეენახათ და დაეცვათ შეერთებული შტატების ეროვნული კინემატოგრაფიის რეესტრში, როგორც „კულტურული, ისტორიული ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი“.

1957 წელს გამოვიდა ესპანურ ენაზე გადაკეთებული ფილმი მექსიკაში, ფელიზ ანოში და ამორ მიოში. ფილმში მონაწილეობდნენ მარგა ლოპეზი და არტურო დე კორდოვა.

2001 წელს ფილმი Lettre d'une inconnue, რომელიც გადაიღო ფრანგმა რეჟისორმა ჟაკ დერაიმ გახდა მისი ბოლო ნამუშევარი.

2004 წელს გაკეთდა ნოველის ჩინური ადაპტაცია. მისი რეჟისორი კი იყო სუ ძინგლეი.

2011 წელს მონღოლმა კინორეჟისორმა ნარანბაატარმა გადაიღო ნოველის ადაპტირებული ფილმი.

1975 წელს მონო-ოპერა Письмо незнакомки (უცნობი ქალის წერილი) დაწერა ანტონიო სპადავეკიამ (Антонио Спадавеккиа) და დაიდგა საბჭოთა კავშირის პერიოდში (შემდგომ რუსეთში) რუსეთში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება