უჩთაფა (აღჯაბადის რაიონი)

უჩთაფას ყორღანები (აზერ. Üçtəpə) — სამი დიდი ყორღანი აღმოსავლეთ აზერბაიჯანის სტეპის ზონაში, აღჯაბედის რაიონის სოფელ სალმანბეილის მახლობლად[1]. ადრე ბრინჯაოს ხანის ძეგლი. მტკვარ-არაქსის კულტურას მიეკუთვნება[2][3].

უჩთაფას ყორღანები
აზერ. Üçtəpə
კოორდინატები 57°32′ ჩ. გ. 22°28′ ა. გ. / 57.533° ჩ. გ. 22.467° ა. გ. / 57.533; 22.467
მდებარეობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი,აღჯაბადის რაიონი

უჩთაფას ბორცვი რაფაელ პუმპელის ამერიკულმა ექსპედიციამ აღმოაჩინა. გაზსადენის მშენებლობისას განადგურდა ჩრდილოეთის ბორცვი, რომელიც 4 მეტრი სიმაღლის იყო[4]. ძეგლი 1958-1960 წლებში შეისწავლეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიციის ალექსანდრე იესენის ხელმძღვანელობით[5].

სამარხში, რომელიც თარიღდება VIII საუკუნით, 13 მეტრის სიღრმეზე, 1960 წლის 19 ივლისს გათხრებისას ოქროს გულსაკიდი მონეტა აღმოაჩინეს, კერძოდ იუსტინიანე I-ის სოლიდუსი (527-565 წწ.)[6].

უჩთაფას ეგრეთ წოდებული „პატარა ბორცვზე“ სეზონური დასახლება იყო. დასახლება ძ.წ X-IX საუკუნეებით თარიღდება. დააარსეს მომთაბარე მწყემსებმა. მცირე ოთხკუთხა ადგილებს ზამთრის სეზონზე იყენებდნენ, გაზაფხულზე კი მოსახლეობა და პირუტყვი მთაში გადადიოდა. უჩთაფას დასახლება ამ პერიოდის ყარაბაღის პირველი და შესწავლილი ყოველდღიური ძეგლია[7].