უშიო და ტორა (იაპონ. うしおととら) — სათავგადასავლო ჟანრის 1990-1996 წლის მანგა. აგრეთვე სტუდიებმა MAPPA და VOLN-მა გამოუშვეს მანგის ადაპტაცია ანიმე სერიალის სახით[1], რომელიც შეიცავს ორ სეზონს და 39 ეპიზოდს, რომელთაგან თითოეულის ხანგრძლივობაა 23-25 წუთი. მისი ჩვენება დაიწყო 2015 წლის 3 ივლისს და დამთავრდა 2016 წლის 24 ივნისს.

უშიო და ტორა
うしおととら
ჟანრი ანიმე
ანიმე ტელესერიალი
სტუდია MAPPA (studio)
ორიგინალური არხი Tokyo MX, SUN, KBS, TVA, BS Fuji
ორიგინალური ეთერი 3 ივლისი, 2015 24 ივნისი, 2016
ეპიზოდები 39 (ეპიზოდების სია)
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

საშუალო სკოლის მოსწავლის, უშიო აოცუკის ოჯახში, თაობიდან თაობას გადაეცემა მემკვიდრეობით ტრადიცია წინაპარ სამურაიზე. ამ ტრადიციის თანახმად, სამურაიმ 500 წლის წინად, მოიპოვა გამარჯვება დემონზე და დაბეჭდა ის ურჩხულის შუბით. მაგრამ უშიოს არ სჯეროდა ამ ისტორიის, სანამ თავად არ გადააწყდა რაღაც უცნაურობას. როდესაც იგი ოჯახის კუთვნილ შინტოისტურ აკლდამაში მუშაობდა, შემთხვევით გააღო სარდაფი, სადაც ქვაზე ურჩხულის შუბით იყო მიჭედებული ზუსტად ის დემონი, რომელსაც ჰქონდა ვეფხვის მსგავსი ფიგურა. თავდაპირველად ბიჭი არ აპირებდა დემონის (იოკაის), სახელად - ტორას გათავისუფლებას, მაგრამ იძულებული გახდა, რადგან მისმა აურამ მიიზიდა სხვადასხვა სახის იოკაები. ამიტომ იგი იძულებული გახდა გამოეშვა ვეფხვ-დემონი, რომელიც შეპირდა დახმარებას, ისინი გახდნენ თანამოაზრეები და ერთად ანადგურებენ სხვა იოკაებს.

ოფიციალური საიტი

რედაქტირება
  1. Ushio & Tora Supernatural Battle Manga Gets TV Anime. Anime News Network (2015-02-02).