უფის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი
ზაჰირ ისმაგილოვის სახელობის უფის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი (რუს. Уфимский государственный институт искусств имени Загира Исмагилова; ბაშკ. Заһир Исмәғилев исемендәге Өфө дәүләт сәнғәт институты) — ერთადერთი მრავალპროფილიანი უმაღლესი სასწავლებელი ქალაქ უფაში, ბაშკირეთი, რუსეთი, რომელი ამზადებს კადრებს ბაშკირეთის კულტურისა და ხელოვნების ორგანიზაციებისათვის. 2003 წლიდან 2015 წლამდე ატარებდა აკადემიის სტატუსს.
უფის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი | |
---|---|
ბაშკ. Өфө дәүләт сәнғәт институты | |
დაფუძნდა | 1968 |
ტიპი | ინსტიტუტი და უმღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება[1] |
რექტორი | ამინა ასფანდიაროვა |
ქალაქი | უფა |
პროვინცია | ბაშკირეთი, |
ქვეყანა | რუსეთი |
www.ufaart.ru |
ისტორია
რედაქტირებაზაჰირ ისმაგილოვის სახელობის უფის ხელოვნების სახელმწიფო აკადემია გაიხსნა 1968 წელს უფის სახელმწიფო პედაგოგიური-მუსიკალური ინსტიტუტის ბაზაზე. აკადემიის შენობა მდებარეობდა ქალაქის ძველ ნაწილში და განთავსებული იყო თავადის ყოფილ სახლში, რომელიც აგებული იყო კლასიციზმის სტილში არქიტექტორ გოპიუსის მიერ.
თავდაპირველად აკადემიაში მოქმედებდა ორი ფაკულტეტი: მუსიკალური და თეატრალური და ხუთი მრავალპროფილიანი კათედრა.
2003 წელს ინსტიტუტს მიენიჭა აკადემიის სტატუსი. 2015 წელს დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება.
ფაკულტეტები
რედაქტირება- მუსიკალური
- სახალხო ინსტრუმენტების კათედრა
- ქოროს დირიჟორობის კათედრა
- მუსიკის ისტორიისა და თეორიის კათედრა
- საერთო ფორტეპიანოს კათედრა
- სპეციალური ფორტეპიანოს კათედრა
- კამერული ანსამბლისა და კონცერტმაისტერის ხელობის კათედრა
- სიმებიანი და სასულე ინსტრუმენტების კათედრა
- სოლო სიმღერისა და ოპერის კათედრა
- კომპოზიციის კათედრა
- ბაშკირული მუსიკა
- ტრადიციული მუსიკალური შესრულების კათედრა
- ეთნომუსიკოლოგიის კათედრა
- სახვითი ხელოვნება
- ხატვის კათედრა
- ფერწერის კათედრა
- დიზაინის კათედრა
- თეატრალური
- რეჟისურისა და სამსახიობო ხელობის კათედრა
- ხელოვნების თეორიისა და ისტორიის კათედრა
- ქორეოგრაფიული ხელოვნების კათედრა
რექტორები
რედაქტირება- ზაჰირ ისმაგილოვი (1968—1988) — პირველი რექტორი;
- ზინურ ნურგალინი (1988—2000);
- იშმუხამეთ გალიაუტდინოვი (2000—2010);
- ამინა შაფიკოვა (2010—2012);
- ამინა ასფანდიაროვა (2013-დან).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ↑ GRID Release 2017-05-22 — 2017-05-22 — 2017. — doi:10.6084/M9.FIGSHARE.5032286