უსტ-სლავიანკა (რუს. Усть-Славянка) — ისტორიული რაიონი ნევის რაიონში, სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს ნევის მარჯვენა სანაპიროზე, მდინარე სალავიანკასა და დაბა მეტალოსტროის შორის.

ისტორიული რაიონი
უსტ-სლავიანკა
Усть-Славянка

ხის სახლი უსტ-სლავიანკაში
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ქალაქი სანქტ-პეტერბურგი
მუნიციპალიტეტი ნევის რაიონი
პირველი ხსენება XIV საუკუნე

უსტ-სლავიანკა მდინარე ნევაზე მდებარე ერთ-ერთი უძველესი რუსული დასახლებაა. ჯერ კიდევ რუსეთ-შვედეთის ომის დროს XIV-XVIII საუკუნეებში ცნობილი იყო, როგორც „სლავიანსკაია-მიზა“, მეურნეობა, რომელიც XVIII საუკუნის დასაწყისში მის ტერიტორიებზე წარმოებული საომარი მოქმედებების შედეგად განადგურდა.

XVIII საუკუნის რუკებზე მდინარე სლავიანკაზე, მდებარეობდა ორი სლავიანკა: ერთი მდინარის შესართავთან, ხოლო მეორე მდინარის შედარებით ზემო დინებაში. მოგვიანებით, XIX საუკუნეში „ქვემო“ სლავიანკას, სხვა მდინარის შესართავებთან მდებარე სოფლების მსგავასად, სახელში დაემარა უსტ (რუს. устье — შესართავი). სახელწოდება სლავიანკა ზოგიერთი ინფორმაციით მომდინარეობს მდინარე ნევის ნაპირას განსახლებული სლავებიდან. სახელწოდება დატანილია ბერგენგეიმის 1676 წლით დათარიღებულ რუკაზე, ამავე რუკაზე უსტ-სლავიანკას მაგივრად მდებარეობდა სოფელი გუდილოვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება