უსახლკარობა რუსეთში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რუსეთში უსახლკარობა მე -19 საუკუნის ბოლოდან შეინიშნება. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, ყოფილი ყმები იწყებდნენ დიდი ნაკადებით გადასახლებას დიდ ქალაქებში სამუშაოს საძიებრად. სწრაფად განვითარებად რუსულ ინდუსტრიაში მაღალი მოთხოვნილება იყო ინდუსტრიული მუშებზე. ეს ადამიანები ხშირად რთულ პირობებში ცხოვრობდნენ, ზოგჯერ ქირაობდნენ ოთახს, რომელიც რამდენიმე ოჯახს შორის იყო გაყოფილი. დიდ ქალაქებში ბევრი უსახლკარო ადამიანიც იყო, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ქირის გადახდას.

უსახლკაროს ქოხი ივანოვოში

საბჭოთა რუსეთი

რედაქტირება

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაუყოვნებლივ ჩაირთო "შეკუმშვის" სპეციალური პროგრამა ("уплотнение"): ადამიანები, რომლებსაც თავშესაფარი არ ჰქონდათ, სახლდებოდნენ იმათ ბინებში, ვისაც ჰქონდა დიდი (4, 5 ან 6 ოთახიანი) ბინა, სახლის მეპატრონეებს რჩებოდათ მხოლოდ ერთი ოთახი, ხოლო ბინები სახელმწიფო საკუთრებად ცხადდებოდა. ამან გამოიწვია უამრავი საერთო ბინის შექმნა, სადაც რამდენიმე ოჯახი ერთდროულად ცხოვრობდა. "შეკმუმშვამ", მასობრივი უსახლკარობის პრობლემა ძირითადად გადაჭრა, რადგან ყველას შეეძლო მოეთხოვა ოთახი ან ადგილი საერთო საცხოვრებელში (საერთო საცხოვრებლებისს რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა მას შემდეგ, რაც ფართომასშტაბიანი საცხოვრებელი კორპუსების პროგრამა განხორციელდა 1960-იანი წლებიდან).

1922 წლისთვის პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის სამოქალაქო ომის თითქმის ათწლეულიანი გაჩანაგების შედეგად რუსეთში სულ მცირე 7 მილიონი უსახლკარო ბავშვი იყო . [1] ამან მრავალი ბავშვთა სახლი შექმნა. გასული საუკუნის 30-იანი წლებისთვის სსრკ-მ გამოაცხადა უსახლკარობის გაუქმება და ყველა მოქალაქე ვალდებული იყო ჰქონოდა საკუთრება("пропи́ска")- მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. არავის შეეძლო საკუთრების ჩამორთმევა მისი გადაცვლის გარეშე, ასევე არავის შეეძლო საკუთრებაზე უარი ეთქვა დადასტურებული ნებართვის გარეშე (ე.წ. "ბრძანება"), რომელიც სხვა ადგილას დარეგისტრირებას მოიცავდა. თუ ვინმეს სურდა სხვა ქალაქში გადასვლა ან საცხოვრებელი ფართის გაფართოება, მას უნდა ეპოვნა ამხანაგი, რომელსაც სურდა ბინების გადაცვლა. თავშესაფრის უფლება დაცული იყო საბჭოთა კონსტიტუციაში. მუდმივი ბინადრობის არ ქონა კანონიერად ითვლებოდა დანაშაულად. ასევე პრაქტიკულად არ არსებობდა ცარიელი და გამოუყენებელი ბინა ქალაქებში: ნებისმიერ ბინას, სადაც არავინ იყო რეგისტრირებული, სასწრაფოდ სახელმწიფო გადასცემდა სიმბოლურ ფასად იმათ, ცისაც ცხოვრების უკეთესი პირობები და გაფართოება სჭირდებოდა. თუ პირს, რომელსაც მუდმივი რეგისტრაცია ჰქონდა, ვერ იხდიდა თავშესაფრის საფასურს, არავის ჰქონდა მისი გამოსახლების უფლება, მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით ჰქონდათ ფულის მოთხოვნის უფლება.

სსრკ დაშლის შემდეგ

რედაქტირება

სსრკ-ს დაშლისა და კაპიტალიზმის მიღების შემდეგ, უსახლკარობის პრობლემა მკვეთრად გამძაფრდა, ნაწილობრივ, 1990-იანი წლების დასაწყისის სამართლებრივი ვაკუუმის გამო, ზოგიერთი კანონი ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, ნაწილობრივ კი უძრავი ქონების ბაზარზე იკვეთებოდა თაღლითობის მაღალი მაჩვენებელი. 1991 წელს გაუქმდა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე და 209-ე მუხლები, რომლებიც ითვალისწინებდა სისხლის სამართლის სასჯელს მუდმივი ბინადრობის არქონის გამო. იმის გამო, რომ ბინების უმეტესობა პრივატიზებული იყო და ბევრმა გაყიდა უკანასკნელი თავშესაფარი და ვერ იყიდა სხვა, ამან მოახდინა უსახლკაროთა მკვეთრი ზრდა. ფართოდ გავრცელდა ბინების ქირაობა კერძო მესაკუთრისგან (რაც, როგორც წესი, მხოლოდ დროებით რეგისტრაციას ახდენდა და ბინის მესაკუთრეს შეუძლია მოიჯარის გამოსახლება ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, ან თუ ქირის გადახდა არ მოხდა). მოსკოვში, უსახლკაროთა პირველი თავშესაფარი 1992 წელს გაიხსნა. [2] 1990-იანი წლების ბოლოს კანონში შეიტანეს გარკვეული ცვლილებები უსახლკაროთა ზრდის შემცირების მიზნით, მაგალითად თუ ოჯახში რეგისტრირებული არიან ბავშვები იკრძალება უკანასკნელი სახლის გაყიდვა.

დღესდღეობით სახელმწიფო კვლავ ვალდებულია უფასოდ მისცეს მუდმივი თავშესაფარი ყველას, ვისაც ცხოვრების უკეთესი პირობები სჭირდება ან არ აქვს მუდმივი რეგისტრაცია. ეს იმიტომაა, რომ თავშესაფრის უფლება კვლავ შედის კონსტიტუციაში. თუმცა, ბინის მიღებას შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს. არავის არ აქვს უფლება ჩამოართვას პირს მუდმივი ბინადრობის ადგილი, მათი სურვილის გარეშე. ეს ქმნის პრობლემებს  ბანკებისთვის, რადგან იპოთეკური სესხები სულ უფრო პოპულარული გახდა. ბანკები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ახალი, უფრო იაფიანი ბინით თუ ადამიანი ვერ ფარავს სესხს, ან უნდა დაელოდოს ბინაში მცხოვრებთა გარდაცვლებას. იპოთეკური ბაზრის ხელშესაწყობად შემოთავაზებული იქნა სპეციალური იაფი სოციალური ბინების რამდენიმე პროექტი მათთვის, ვინც ვერ დაფარა სესხი. [3]

გამოყენებული ლიტერატურა

რედაქტირება