უსახელო (ვაზის ჯიში)
უსახელო — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, თეთრი ფერის.
უსახელო ვაზი საკმაოდ ძლიერი ზრდისაა, საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევრიდან შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.8 გ/ლ-ს.
გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 364