უსაფრთხოების ფრაზების სია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

უსაფრთხოების S-ფრაზები (მითითებები უსაფრთხოების მხრივ, S-ფრაზები; ინგლ. Safety Statements, S statements, S numbers, S phrases, S sentences) — ჩვეულებრივი, სტანდარტული უსაფრთხოების მითითებები საშიშ ნივთიერებებთან მუშაობისას, დადგენილი დირექტივის - 67/548/EEC «კანონების შეთანხმება, საშიშ ნივთიერებებისათვის მიწერილ და ადმინისტრაციულ დებულებების კლასიფიკაციისა, შეფუთვისა და მარკირების მიმართებაში».[1] IV დამატებაში, რისკის ფაქტორების სია გამოიცა ევროკავშირის დირექტივაში ეს სია გამოიცა ევროპის დირექტივაშიც 2001/59/EC.[2]

S-ფრაზების შემუშავებისა და ინტერპრეტაციის წესები

რედაქტირება

იხ. ასევე უსაფრთხოების მითითებები R/S.

S-ფრაზების სია

რედაქტირება

(ფრაზები, რომლებიც შეესაბამებიან გამოტოვებულ ნომერებს, იყვნენ გაუქმებულნი ან ჩართული იქნენ სხვა ფრაზებში)

ფრაზის კოდი ფრაზის განმარტება
S1 ჩაკეტილი შენახვა
S2 შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
S3 შეინახეთ ცივ ადგილას
S4 შეინახეთ საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით
S5 შეინახეთ შიგთავსი … (შესაბამის სითხეს მიუთითებს მწარმოებელი)
S6 შეინახეთ … (ინერტული აირს მიუთითებს მწარმოებელი)
S7 დაიჭირეთ კონტეინერი მჭიდროდ დაკეტილი
S8 კონტეინერი შეინახეთ მშრალ ადგილას
S9 კონტეინერი შეინახეთ კარგად განიავებად შენობაში
S12 კონტეინერი არ დალუქოთ
S13 შეინახეთ საკვები პროდუქტებიდან, სასმელებიდან და ცხოველების საკვებიდან მოშორებით
S14 შეინახეთ მოშორებით … (შეუთავსებად ნივთიერებებს მიუთითებს მწარმოებელი)
S15 შეინახეთ სითბოს წყაროდან მოშორებით
S16 შეინახეთ აალების წყაროდან მოშორებით — ნუ მოსწევთ
S17 შეინახეთ საწვავ მასალებისგან მოშორებით
S18 გახსენით ფრთხილად
S20 მასალასთან მუშაობისას არ მიიღოთ საჭმელი და სასმელი
S21 ნუ მოსწევთ მასალასთან მუშაობისას
S22 არ ჩაისუნთქოთ მტვერი
S23 არ ჩაისუნთქოთ აირი/ორთქლები/აეროზოლები (საჭიროს მიუთითებს მწარმოებელს)
S24 თავი აარიდეთ კანზე მოხვედრას
S25 თავი აარიდეთ თვალში მოხვედრას
S26 თვალში მოხვედრისას მაშინვე დაიბანეთ თვალი წყლის დიდი რაოდენობით და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას
S27 დაუყოვნებლივ გაიხადეთ ყველა გაჭუჭყიანებული ტანსაცმელი
S28 კანზე მოხვედრისას სასწრაფოდ დაიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით … (ნივთიერებას მიუთითებს მწარმოებელი)
S29 ნუ ჩაღვრით კანალიზაციაში
S30 არასდროს არ დაუმატოთ წყალი ამ მასალას

S-ფრაზების სტანდარტული შეხამება

რედაქტირება
ფრაზის კოდი ფრაზის განმარტება
S1/2 შეინახეთ ჩაკეტილ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას
S3/7 შეინახეთ მჭიდროდ დაკეტილ კონტეინერში ცივ ადგილას
S3/7/9 შეინახეთ ცივ კარგად განიავებად ადგილას მჭიდროდ დაკეტილ ტარაში
S3/9/14 შეინახეთ ცივ, კარგად განიავებად ადგილას მოშორებით .... (შეუთავსებელ მასალებს მიანიშნებს მწარმოებელი)
S3/9/14/49 შეინახეთ მხოლოდ ორიგინალურ ტარაში ცივ, კარგად განიავებად ადგილას მოშორებით ...(შეუთავსებელ მასალებს მიუთითებს მწწარმოებელი)
S3/9/49 შეინახეთ მხოლოდ ორიგინალურ ტარაში ცივ, კარგად განიავებად ადგილას
S3/14 შეინახეთ ცივ ადგილას მოშორებით ... (შეუთავსებელ მასალებს მიუთითებს მწარმოებელი)
S7/8 შეინახეთ კონტეინერი მჭიდროდ დახურული და მშრალი
S7/9 შეინახეთ კონტეინერი მჭიდროდ დახურული და კარგად განიავებად შენობაში
S7/47 შეინახეთ კონტეინერი მჭიდროდ დახურული, ტემპერატურა არაუმეტეს ... °C (ტემპერატურას მიუთითებს მცარმოებელი)
S20/21 მუშაობის დროს არ მიიღოთ საკვები და სასმელი, ნუ მოსწევთ
S24/25 მოერიდეთ კანზე და თვალში მოხვედრას
S27/28 კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ გაიხადეთ დასვრილი ტანსაცმელი და დაიბანეთ დაშავებული ადგილი დიდი რაოდენობით ... (ნივთიერებას მიუთითებს მწარმოებელი)
S29/35 არ ჩაასხათ კანალიზაციაში; მასალის და ტარის უტილიზაცია უნდა მოხდეს უსაფრთხო მეთოდით
S29/56 არ ჩაასხათ კანალიზაციაში; მასალა და ტარა უტილიზაციისათვის უნდა ჩაბარდეს სპეციალურ საშიში ნარჩენების შეგროვების პუნქტში
S36/37 ჩაიცვით შესაბამისი დამცველი ტანსაცმელი და ხელთათმანები
S36/37/39 ჩაიცვით შესაბამისი დამცველი ტანსაცმელი, ხელთათმანები და თვალის/სახის დაცვის საშუალებები
S36/39 ჩაიცვით შესაბამისი დამცველი ტანსაცმელი და თვალის/სახის დაცვის საშუალებები
S37/39 ჩაიცვით შესაბამისი დამცველი ხელთათმანები და თვალის/სახის დაცვის საშუალებები
S47/49 შეინახეთ მხოლოდ ორიგინალურ ტარაში, ტემპერატურა არა უმეტეს ... °C (ტემპერატურას მიუთითებს მწარმოებელი)


შენიშვნები

რედაქტირება
  1. დირექტივა 67/548/EEC
  2. დირექტივა 2001/59/EC[მკვდარი ბმული]