უნგრული რაფსოდია №8

უნგრული რაფსოდია №8, S.244/8 — ფერენც ლისტის 19 უნგრული რაფსოდიიდან რიგით მერვე რაფსოდია. ნაწარმოები 1847 წელს დაიწერა, ხოლო გამოქვეყნდა 1852 წელს. მისი მეტსახელია „Capriccio“.[1] რაფსოდიის ნელ მონაკვეთში გამოყენებულია უნგრული ხალხური სიმღერის „Káka tövén költ a ruca“ მელოდია. ლისტმა ამ ნაწარმოების „ალეგროს“ მონაკვეთი გამოიყენა თავის სიმფონიურ პოემაში „უნგრეთი“ (1856).[2]

ნაწარმოების შესრულების ხანგრძლივობა, როგორც წესი, ექვსიდან შვიდი წუთია.[1]

მელოდიების წარმომავლობა

რედაქტირება

ამ რაფსოდიის პირველი ნაწილი მომდინარეობს ბოშური სიმღერიდან „Káka tövén költ a ruca“, რომელიც ლისტმა 1846 წელს მოისმინა. მეორე ნაწილი მარკ როჟაველდის „Víg szeszély csárdás“-ის შუა მონაკვეთს ეფუძნება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 რობერტ კამინგსი. უნგრული რაფსოდია ფორტეპიანოსთვის, №8 („Lento a capriccio“), S. 244/8 (LW A132/8). AllMusic. ციტირების თარიღი: 2012-02-22.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-29. ციტირების თარიღი: 2020-12-01.