უნგრული რაფსოდია №5
უნგრული რაფსოდია №5, S.244/5 — ფერენც ლისტის 19 უნგრული რაფსოდიიდან რიგით მეხუთე რაფსოდია. ნაწარმოებს თავად კომპოზიტორმა შეარქვა ზედმეტსახელი „Héroïde-élégiaque“. აღსანიშნავია, რომ ეს რაფსოდია დანარჩენი რაფსოდიებისგან განსხვავდება, რადგან იგი არ მიჰყვება სტრუქტურას „prelude“ - „lassan“ - „friska“ და ყველაზე მელანქოლიური და ბნელი ჟღერადობისაა. მოგვიანებით ნაწარმოების საორკესტრო ვერსიაც დაიწერა.
მელოდიების წარმომავლობა
რედაქტირებაამ რაფსოდიის მელოდიები მომდინარეობს იოჟეფ კოშოვიჩის უნგრული ცეკვისგან, სახელწოდებით „Hősi elégia“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- უნგრული რაფსოდია №5: ნოტები მუსიკალური ნოტების საერთაშორისო ბიბლიოთეკის პროექტის საიტზე (IMSLP)