უნგრული რაფსოდია №3
უნგრული რაფსოდია №3, S.244/3 — ფერენც ლისტის 19 უნგრული რაფსოდიიდან რიგით მესამე რაფსოდია. ამ ნაწარმოებს, ისევე, როგორც ლისტის სხვა ნაწარმოებებს, ადრეული ვერსია აქვს: ანდანტეს მონაკვეთის მელოდიას ვხვდებით მადიარ დალოკის 21 ნაწარმოების კრებულში (1839-1847), კერძოდ, მეთერთმეტეში. ლისტმა მესამე რაფსოდია 1847 წელს დაწერა და გამოაქვეყნა 1853 წელს.[1]
ნაწარმოების შესრულების ხანგრძლივობა, როგორც წესი, ოთხიდან ხუთი წუთია.[1]
მელოდიების წარმომავლობარედაქტირება
ამ რაფსოდიის პირველი მონაკვეთი არის ნელი უნგრული „ვერბუნკოში“, მაგრამ მეორე მონაკვეთი წარმოშობით რუმინეთიდანაა.
ეს რაფსოდია ლისტის „მადიარ დალოკის“ მეოთხე ტომის მეთერთმეტე ნაწარმოების გადაკეთებული ვერსიაა.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- უნგრული რაფსოდია №3: ნოტები მუსიკალური ნოტების საერთაშორისო ბიბლიოთეკის პროექტის საიტზე (IMSLP)
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 რობერტ კამინგსი. უნგრული რაფსოდია ფორტეპიანოსთვის, №3, S. 244/3 (LW A132/3). AllMusic. ციტირების თარიღი: 2012-02-22.