უნგრული რაფსოდია №1

უნგრული რაფსოდია №1 დო მინორში/მი მაჟორშიფერენც ლისტის 19 უნგრული რაფსოდიიდან რიგით პირველი რაფსოდია, რომელიც მან თავის მეგობარს და ყოფილ მოსწავლეს, ედე სერდაჰეის მიუძღვნა. ლისტმა ნაწარმოებზე მუშაობა 1845 წელს კლაუსენბურგში დაიწყო, ხოლო გამოაქვეყნა 1851 წლის ნოემბერში.[1] ეს ნაწარმოები, ისევე როგორც სხვა რაფსოდიების დიდი ნაწილი, შექმნილია „ჩარდაშის“ სტილით და გამოირჩევა ორი მონაკვეთით: „lassú“ (პირველი მონაკვეთი, შედარებით ნელი) და „friss“ (მეორე მონაკვეთი, შედარებით ჩქარი). ზოგიერთი ნაწილი, როგორიცაა შესავალი, ჰგავს ბეთჰოვენის 32-ე საფორტეპიანო სონატას. სხვა რაფსოდიების მსგავსად, ნაწარმოების მელოდიები შთაგონებულია ადრეული ნაშრომებით ისეთი კომპოზიტორებისა, როგორებიც არიან ფერენც ერკელი, გაშპარ ბერნატი (პირველ მონაკვეთში) და კაროლი ტერნი (მეორე მონაკვეთში). მიჩნეულია, რომ ამ ნაწარმოების შთაგონების წყარო ბოშა ლაცი პოჩი და მისი ანსამბლი იყვნენ.

მელოდიების წარმომავლობა

რედაქტირება

ამ რაფსოდიაში ლისტმა ფერენც ერკელის სამი სხვადასხვა მელოდია გამოიყენა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება