უნგრეთის შავი არმია

შავი არმია (უნგრ. Fekete sereg) ასევე შავი ლეგიონი ან შავი პოლკი — სამხედრო ძალა, რომელსაც უნგრეთის მეფე მატიაშ ჰუნიადი მეთაურობდა. არმიის წინაპარი და ძირითადი ბირთვი, დაქირავებული ჯარისკაცების არმია პირველად მისი მამის იანოს ჰუნიადის პერიოდში, დაახლოებით 1440-ან წლებში გამოჩნდა. დაქირავებულ ჯარისკაცთა პროფესიული არმიის შექმნის იდეა მატიაშს მოზარდთა წიგნის წაკითხვის შემდეგ მოუვიდა, რომელშიც იულიუს კეისრის ცხოვრება იყო აღწერილი[1].

შავი არმია
Fekete sereg

შავი არმიის სტანდარტი
აქტიური 1458–1494
ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთის სამეფო
შემადგენლობა სახმელეთო და საზღვაო ძალები
ტიპი კავალერია, ქვეითი ჯარი, არტილერია, საალყო იარაღები
თილისმა შავი ყორანი
დაიშალა 1494 (ფინანსების სიმცირისა და დაქირაველთა აჯანყების გამო)
მეთაურები
მეფე მატიაშ ჰუნიადი

უნგრეთის შავი არმია მოიცავს 1458 წლიდან 1494 წლამდე პერიოდს[2]. იმავე პერიოდის, სხვა ქვეყნებში დაქირავებულ ჯარისკაცთა არმია სარეზერვო ჯარს წარმოადგენდა. ისინი სახელმწიფოს მოსახლეობის ძირითად ნაწილში შედიოდნენ, მათი ნაწილი მცხობელი იყო, ზოგი ფერმერი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ მათ უმეტესად კრიზისის პერიოდში იძახებდნენ არმიაში. მათგან განსხვავებით შავი არმიის ჯარისკაცებს ბევრად უკეთ უხდიდნენ, შესაბამისად ისინი მხოლოდ ამ საქმით იყვნენ დაკავებულები და კარგად ფლობდნენ ბრძოლის სხვადასხვა ხელოვნებებს. შავმა არმიამ დაიპყრო ავსტირის დიდი ნაწილი (მათ შორის ვენა 1485 წელს) და ბოჰემიის ნახევარზე მეტი (მორავია, სილეზია და ორივე ლუჟიცა). 1479 წელს არმიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ, პურის ველის ბრძოლაში.

მატიაში კარგად აცნობიერებდა ქვეით ჯარში ცეცხლსასროლი იარაღის არსებობის მნიშვნელობას, რამაც საბოლოოდ დიდი წვლილი შეიტანა მის გამარჯვებებში[3]. შავი არმიის ყოველი მეოთხე ქვეითი ჯარისკაცი არკებუზით იყო შეიარაღებული, რაც იმ დროისთვის უჩვეულო რაოდენობას წარმოადგენდა. იმ პერიოდში დენთის მაღალმა ფასმა საგრძნობლად შეუშალა ხელი არმიის სრულად შეიარაღებას[4]. შავი არმიის დაშლიდან 10 წლის შემდეგაც, XVI საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ევროპაში არსებული არმიების მხოლოდ 10% იყენებდა ცეცხლსასროლ იარაღს[5][6]. არმიის მთავარ ნაწილს წარმოადგენდა ქვეითი ჯარი, არტილერია, მსუბუქი და მძიმე კავალერია. მძიმე კავალერიის მიზანი იყო მსუბუქად აღჭურვილი ქვეითებისა და არტილერიის დაცვა. მანამ სანამ მძიმე კავალერია ქვეითებსა და არტილერიას იცავდა, არმიის სხვა ნაწილები მტერზე არარეგულარულ და მოულოდნელ თავდასხმას ახორციელებდნენ.

დასაწყისში, არმიის ბირთვი მოიცავდა 6-8 ათას დაქირავებულს[7][8]. მოგვიანებით 1480-იან წლებში მათი რაოდენობა 15 000-დან 20 000 შორის მერყეობდა[9], 1487 წლისთვის კი შავი არმია შედგებოდა 28 000 ჯარისკაცისგან (20 000 ცხენოსანი, 8 000 ქვეითი)[9]. ჯარისკაცების უმეტესობა ბოჰემიელი, გერმანელი სერბი ან პოლონელი იყო, 1480 წლიდან მათ რიგებში შედიოდნენ უნგრელებიც[10]. იმ პერიოდში ევროპაში მხოლოდ ერთი მუდმივი პროფესიული არმია არსებობდა, რომელსაც საფრანგეთის მეფე ლუი XI მეთაურობდა, შავი არმია კი ლუი XI-ის არმიაზე ბევრად დიდი იყო[11].

  1. Valery Rees: Hungary's Philosopher King: Matthias Corvinus 1458–90 (Published 1994) [1]
  2. Mátyás király idegen zsoldos serege Hungarian. matyaseve.hu. Municipality of Budavár (2008). ციტირების თარიღი: 15 June 2011.[მკვდარი ბმული]
  3. Clifford Rogers (2010). The Oxford Encyclopedia of Medieval Warfare and Military Technology, Volume I. New York, NY, United States: Oxford University Press, გვ. 152. ციტირების თარიღი: 10 August 2013. 
  4. Anthony Tihamer Komjathy. (1982)A thousand years of the Hungarian art of war გვ. 35–36. Rakoczi Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი 2011. ციტირების თარიღი: 11 October 2010.
  5. Vajna-Naday, Warhistory. p. 40.
  6. Courtlandt Canby: A History of Weaponry. Recontre and Edito Service, London. p. 62.
  7. István Tringli (1998). „Military History“, The Hunyadis and the Jagello age (1437–1526) (CD-ROM), Budapest: Encyclopaedia Humana Association. ციტირების თარიღი: 25 June 2011. 
  8. Clifford Rogers (2010). The Oxford Encyclopedia of Medieval Warfare and Military Technology, Volume 1. Oxford University Press, გვ. 9. ISBN 9780195334036. 
  9. 9.0 9.1 Magyar Katolikus Lexikon (Hungarian Catholic Lexicon)
  10. David Nicolle (1988). Hungary and the fall of Eastern Europe 1000–1568, Angus McBride (Illustrator), London, England: Osprey Publishing, გვ. 12. ISBN 0-85045-833-1. ციტირების თარიღი: 4 October 2009. [მკვდარი ბმული]
  11. Jean Berenger: A History of the Habsburg Empire 1273-1700 -PAGE: 108 (Routledge, 2014 ISBN 1317895703)