ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ულტიმა ტაუერი (ultima tower) მომავლის უმაღლესი შენობა, დაპროექტებული 1991 წელს ამერიკელი არქიტექტორის იუჯინ ცუის მიერ.

ულტიმა ტაუერი იქნება 3218 მეტრი (10 560 ფუტი) სიმაღლის, ცათამბჯენი იქნება 2 მილი სიმაღლის 500 სართულით თუ ოდესმე აშენდება.

ცათამბჯენი დაპროექტდა როგორც ხსნა პლანეტაზე შესაძლო პრობლემებისგან. შენობაში თავისუფლად იცხოვრებს 1 მილიონი ადამიანი. ცათამბჯენი მისი ფორმიდან გამომდინარე გამოიყენებს ატმოსფერული წნევის სხვადასხვაობას მის ძირსა და წვერში, რათა გამოიმუშავოს ელექტრო ენერგია. შენობას ექნება საკუთარი, შიდა „მინი-ეკოსისტემა“.

რაც უფრო იზრდება მოსახლეობა დედამიწაზე და კლიმატის ცვლაც გრძელდება, შენობა შეიძლება უფრო და უფრო საჭირო გახდეს ადამიანებისათვის. თუ კი ცათამბჯენი აშენდება, ეს იქნება ყველაზე გრანდიოზული, ყველაზე დიდი და მაღალი ნაგებობა, რომელიც კი ადამიანს აუშენებია, მისი აშენება კი მინიმუმ 150 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდება.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ულტიმა_ტაუერი“-დან