უკანაუბნის ციხე
უკანაუბნის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ უკანუბანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. ისტორიულ წყაროებში უკანაუბნის ციხის შესახებ ვერაფერს ვპოულობთ. როგორც ცნობილია, „ძეგლი ერისთავთას“ ავტორი ქსნის ერისთავთა ისტორიას იუსტინიანე კეისრის დროიდან იწყებს და იქვე რამდენჯერმე ახსენებს ცხრაზმის ხევის ციხეს. „ძეგლი ერისთავთას“ მიხედვით, როდესაც ერისთავი როსტომი დამკვიდრდა ქსნის ცხრაზმის ხეობაში, „მაშინ იწყებსშენება ციხისა და სახლების ადიდ-დიდებისა“. ციხეს მნიშვნელობა დიდხანს არ დაუკარგავს. იმავე მატიანეში „ძეგლი ერისთავთა“, უკან უბნის ციხე იხსენიება 1400 წ. თემურ ლენგის შემოსევასთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, თემურ ლენგის ლაშქრობას ქსნის საერისთავოში გადაურჩა რამდენიმე ციხე, მათ შორის, უკანა უბნისაც. ქსნის ხეობის მარცხენა შენაკადის, ცრაზმის წყლის სათავეში მდებარეობს სოფ. უკანუბანი, რომლის ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია ციხე-სიმაგრე კოშკით და ეკლესიით. ციხე ხეობის ჩამკეტი ყოფილა. ამ ადგილას თავდაპირველად ორი კოშკი აუგიათ. შემდეგ იქვე აუშენებიათ მცირე ზომის ეკლესია, ბოლოს კი მათ ირგვლივ ციხე გაშენებულა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 169-170