უკანაუბნის მთავარანგელოზის ეკლესია

უკანაუბნის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ უკანუბანში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

სოფლიდან სამხრეთით 2 კმ-ზე, მთაზე მდებარე დარბაზული ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვითა ანაგები. ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით გააჩნია შებრტყელებული, ნალისებრი ფორმის აბსიდა, რომლის ცენტრშიგაჭრილია არქიტრავული სარკმელი. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. აბსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით. კედლები შემორჩენილია მიწის ზედაპირიდან 2-2,5 მეტრის სიმაღლეზე. დასავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. სამხრეთის არქიტრავულ შესასვლელს ნაოთხალები აქვს. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. ინტერიერი სავსეა ჩამონაშალი ქვითა და მიწით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 169