უკანაუბნის ზურგიანი კოშკი

უკანაუბნის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანუბანში. აგებულია IX-X საუკუნეებში.

კოშკი ადგილობრივი წარმოშობის სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ძეგლი შემორჩენილია სამი სართულის დონეზე. აქედან პირველი სართული ამოვსებულია მიწით, ხოლო მესამე სართულის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. შესასვლელი მეორე სართულის დასავლეთ კედელშია გაჭრილი. სამხრეთ კედელში ჩანს სარკმლის კვალი. კოშკის ზურგი ჩრდილოეთისკენ არის მიმართული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 166