უკანაუბანი ზურგიანი კოშკი (ნასოფლარი)
უკანაუბანი ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ უკანუბანში. აგებულია IX-X საუკუნეებში.
სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით 1 კმ-ზე, მდ. ცხრაზმის მარცხენა ნაპირას მდებარე სათვალთვალო კოშკი ადგილობრივი წარმოშობის დიდი ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები; ზურგი ჩრდილოეთიდანაა, ხოლო სამხრეთი, სწორი მხარი მდინარეს გადაჰყურებს. არქიტრავული შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია გაჭრილი. სარკმლები და სათოფურები არ ჩანს. კოშკი ძალზე მიუდგომელია. ძეგლთან მისასვლელი რთული გზა, ჩრდილოეთიდანაა. კოშკის აზომვა არ ხერხდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 167