უკანამხარის ნაეკლესიარი

უკანამხარის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანამხარში. აგებულია შუა საუკუნეებში.

მანჯიკაანთუბანში არსებული ეკლესიისაგან შემორჩენილია სამხრეთი კედლის მცირე ფრაგმენტი. სამშენებლო მასალად გამოყენებული იყო ფლეთილიქვა. ნაგებობის დანარჩენი კედლები არ იკითხება. იქვე, ეკლესიის ქვებისაგან მოსახლეობამ გააკეთა სალოცავი ნიში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 165