უკანამხარის კვირაცხოველის კომპლექსი
უკანამხარის კვირაცხოველის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანამხარში. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.
უკანამხარის „კვირაცხოველი“, როგორც მას ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებს, წარმოადგენს სამონასტრო კომპლექსს. იგი სოფლის სამხრეთ-დასავლეთით ორასიოდე მეტრში, ტყიანი ბორცვის ფერდზეა აშენებული და ამჟამად ასწლოვანი ხეების ჩრდილშია ჩამალული. კომპლექსს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს და მრავალ ნაგებობას მოიცავს. მონასტრის ყველაშენობა აგებულია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. შირიმის ქვა გამოყენებულია მხოლოდ ეკლესიაში. ეკლესია კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს და ამჟამად ყველაზე კარგადაა შემორჩენილი. ძეგლი თავდაპირველად საშუალო ზომის დარბაზულ ეკლესიას წარმოადგენდა, რომელიც დროთაგანმავლობაში რამდენჯერმეა გართულებული სხვადასხვა დანიშნულების სათავსებით. ეკლესიის მთავარი დარბაზი კარგადაა შემორჩენილი. საკურთხეველი სწორკუთხაა, დაახლოებით ორიმეტრის სიმაღლეზე კი ტრომპების საშუალებით კოლოფისებურ კონქში გადადის; მეტად საინტერესოა ტრომპების მხატვრული გადაწყვეტა - კარგად თლილ ფლეთილ ქვას ორივე მხარეს შირიმის ქვები ეყრდნობა, რომელთაც ღრმად ამოჭრილი წყვილ-წყვილი თაღიამშვენებს. სამ თაღიანი შირიმის ქვებია ჩასმული საკურთხევლის შირიმისავე სატრიუმფო თაღის საბრჯენებად, თუმცა ქვისგანაა შესრულებული მეორე სატრიუმფო თაღი, რომელიც ნახევარ წრიული კამარის ცენტრშია მოთავსებული. საკურთხეველს შიორის სარკმელია _ ქვემოთ ძალიან დიდი, ხოლოზემოთ გაცილებით მომცრო; ერთი საშუალო ზომის სარკმელია დასავლეთით. სამივე სარკმელი საფეხურიანი და არქიტრავულია. საინტერესოა შირიმის ქვით ამოყვანილი მაღალი ლუნეტი, რომელიც გაჭრილია სამხრეთი კარის თავზე. მეორე, ჩრდილოეთი კარი მოგვიანებით - გარშემო სავლელის მიშენებასთან დაკავშირებით უნდა იყოს გაჭრილი. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა აწეული, თუმცა ეს საფეხური აბსიდის მხრებამდე არგამოდის. საინტერესოა აგრეთვე ტრაპეზის ქვის ნახევრის საკურთხევლის გარეთ გამოტანა. ტრაპეზის ქვა სიმაღლეში ორ მეტრს აღწევს. ქვის შუა ნაწილში, სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილოეთით, სვეტებიანი თაღებია წარმოდგენილი. ზემოთ კი საფეხუროვანი ხდება და მთავრდება ჯვრის ჩასასმელი ბუნით. ოთხი ნიშაა საკურთხეველში, თითო დიდი სამხრეთით და ჩრდილოეთით, ორი პატარა კი აღმოსავლეთ კედელში. ქვედანაწილში, აგრეთვე ლავგარდნის ქვებად კარგად გათლილი ფლეთილი ქვის ლოდებია გამოყენებული. კარნიზი შირიმის ქვითაა შესრულებული. დარბაზის სამივემხარეს სათავსებია მიშენებული. დღესდღეობით მათი დანიშნულების დადგენა ჭირს, რადგან ყველა ჩანგრეულია და ამოვსებულია მიწით. კომპლექსს ორი გალავანი უნდა ჰქონოდა. ერთი უშუალოდ ერტყმოდა ეკლესიას და მის გარშემო სათავსებს, ხოლო მეორე, ალბათ, საბერეებს შემოსაზღვრავდა. ეკლესიის სამხრეთით გალავანში ერთი კარია. მეორე კარი გაჭრილია დასავლეთით, რომელიც ათი მეტრის სიმაღლის რელიეფზე, გალავანშია გაჭრილი. გალავნის გარეთ, სამხრეთით ორი დიდი ნაგებობის ნანგრევია, რომელთა ფუნქცია არ დგინდება. სავარაუდოა, ისინი საბერეები ყოფილიყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 161-162