უკანამხარის ეკლესიის ნანგრევი
უკანამხარის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანამხარში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
შიუკაანთ უბანში არსებული ეკლესია ფლეთილი ქვითა და ფიქალითაა ნაგები. დარბაზული, უაბსიდო ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა. მისგან გადარჩენილია მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხე. დასავლეთ კედელში სარკმლი სკვალია. შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის სამხრეთ ნაწილშია. ეკლესიის კედლების სიმაღლე მიწიდან 1-1,5 მეტრს აღწევს, ზოგან უფრონაკლებია. ინტერიერი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით. ეკლესიის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 164