უზბეკეთის ჩოგბურთის ფედერაცია
უზბეკეთის ჩოგბურთის ფედერაცია (UTF; რუს. Федерация Тенниса Узбекистана) — უზბეკეთის წარმომადგენელი ჩოგბურთში სამოყვარულო და პროფესიონალურ დონეზე. ოფიციალურად დაარსდა 2002 წლის 15 აპრილს. 1992 წლიდან არის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ასოცირებული წევრი, ხოლო 1993 წლიდან — წევრი.[1] არის უზბეკეთის წარმომადგენელი დევისისა და ფედის თასებზე. ფედერაცია ხელმძღვანელობს ყველა ტურნირის ორგანიზებას უზბეკეთში.[1] ნაკრები არის აზიის ჩოგბურთის ასოციაციის წევრი. მთავარი ოფისი მდებარეობს ტაშკენტში, ფედერაციის პრეზიდენტია რუსტამ ინოიატოვი.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 International Recognition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-20. ციტირების თარიღი: 2011-02-14.
- ↑ National Associations and their Offices. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-07. ციტირების თარიღი: 2011-02-14.