უეცრად, გასულ ზაფხულს (ფილმი)

უეცრად, გასულ ზაფხულს — 1959 წლის გოთიკური მისტიკური ფილმი. ელიზაბეთ ტეილორმა შესრულებული როლის გამო მოიპოვა ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის დრამაში.

„უეცრად, გასულ ზაფხულს“
დამდგმელი რეჟისორი ჯოზეფ ლეო მანკევიჩი
პროდიუსერი სემ შპიგელი
სცენარის ავტორი გორ ვიდალი
ნაწარმოები „უეცრად, გასულ ზაფხულს“
ტენესი უილიამსი
როლებში ელიზაბეთ ტეილორი
მონტგომერი კლიფტი
მუსიკა ბაქსტონ ორი, მალკოლმ არნოლდი
ოპერატორი ჯეკ ჰილდიარდი
მონტაჟი უილიამ ჰორნბეკი, ტომას სტენფორდი
დისტრიბუტორი Columbia Pictures
გამოსვლის თარიღი 22 დეკემბერი, 1959
ხანგრძლივობა 114 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 3 მლნ
შემოსავალი $ 6 375 000
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება ვითარდება 1937 წელს. ექიმი, ნეიროქირურგი ჯონ კუკოვიცი ატარებს ოპერაციებს ტვინზე, ლობოტომიას. მის კლინიკას სჭირდება ფინანსები. მოულოდნელად გამოჩნდება სპონსორი, ვაიოლეტ ვენეიბლი, მდიდარი ქვრივი, რომელიც თანახმაა ააშენოს ახალი საავადმყოფო, თუმცა სანაცვლოდ ითხოვს, რომ მის ნათესავს, შეშლილ კეთრინ ჰოლს ლობოტომია გაუკეთონ. ექიმი კუკოვიცი გაიცნობს კეთრინს და დაეჭვდება, რომ ის შეშლილი არ არის და მხოლოდ ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი მას შემდეგ, რაც ვაიოლეტის შვილის, სებასტიანის სიკვდილს დაესწრო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება