უგო I (ბურგუნდიის ჰერცოგი)
უგო I (ფრანგ. Hugues I; დ. 1057 — გ. 29 აგვისტო 1093) — ბურგუნდიის ჰერცოგი 1076–1079 წლებში და 1079 წლიდან კლუნის აბატი. ბურგუნდიის ჰერცოგის, რობერტ I-ის შვილიშვილი და მისი მემკვიდრე.
უგო I | |
---|---|
Hugues I | |
ბურგუნდიის მე-11 ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1076 |
მმართ. დასასრული: | 1079 |
წინამორბედი: | რობერტ I |
მემკვიდრე: | ოდო I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1057 |
გარდ. თარიღი: | 29 აგვისტო 1093 |
გარდ. ადგილი: | კლუნის სააბატო |
მეუღლე: | იოლანდა ნევერელი |
მამა: | ჰენრი დოცელი |
დედა: | სიბილა ბარლესონელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაუგო მამის, ჰენრი დოცელის გარდაცვალების შემდეგ რობერტ I-ის მემკვიდრე გახდა[1], თუმცა მან მალევე ამ თანამდებობაზე უარი თქვა და ჰერცოგად მისი ძმა, ოდო აირჩიეს. უგო სანჩო I არაგონელთან ერთად მურებს პირენეს ნახევარკუნძულზე ებრძოდა. უგო ბერად აღიკვეცა და მონასტერში წავიდა. მოგვიანებით იგი კლუნის აბატად დანიშნეს[2]. უგო ბურგუნდიელი დაქორწინებული იყო იოლანდა ნევერელზე, რომელიც 1078 წელს გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Histoire du Duché de Bourgogne. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-09. ციტირების თარიღი: 2009-02-05.
- BURGUNDY duchy, dukes: HUGUES I. Foundation for Medieval. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-26. ციტირების თარიღი: 2009-02-05.