უბის წიგნაკი (რომანი)

„უბის წიგნაკი“ — ამერიკელი რომანისტის, ნიკოლას სპარქსის 1996 წლის სადებიუტო რომანი. 2004 წელს გამოვიდა მისი ეკრანიზაცია.

„უბის წიგნაკი“

ავტორი ნიკოლას სპარქსი
ენა ინგლისური ენა
გამომცემელი Hachette Book Group
გამოცემის თარიღი 1996
წინამორბედი ვოკინი: ლაკოტური მოგზაურობა ბედნიერებისა და თვითშეცნობისკენ
მომდევნო გზავნილი ბოთლში

შექმნის ისტორია

რედაქტირება

„უბის წიგნაკი“ იყო ნიკოლას სპარქსის პირველი გამოქვეყნებული რომანი. წერდა 1994 წელს 6 თვის განმავლობაში.[1][2] ლიტერატურის აგენტმა ტერეზა პარკმა სააგენტოში გაგზავნილი ეგზემპლარი წაიკითხა და სპარქსს შესთავაზა წიგნის წარდგენა.1995 წლის ოქტომბერში პარკმა 1 მილიონი დოლარის ავანსი მიიღო Time Warner Book Group-ისგან. რომანი გამოიცა 1996 წლის ოქტომბერში. გამოსვლის პირველივე კვირაში მოხვდა The New York Times-ის საუკეთესო გაყიდვების სიაში. წელიწადზე მეტ ხანს იყო ბესტსელერი.[3]

ინტერვიუებში სპარქსმა აღნიშნა, რომ რომანის დაწერა მისი მეუღლის ბებია-ბაბუის ისტორიამ შთააგონა, რომლებიც 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ ქორწინებაში. ცდილოდა, რომ „უბის წიგნაკში“ ამ წყვილის ხანგრძლივი რომანტიული სიყვარულის გადმოეცა.[4]

შინაარსი

რედაქტირება

რომანი იწყება ნოა კალჰუნით, მოხუცი კაცით, რომელიც კითხულობს ქალს მოხუცთა თავშესაფარში. იგი მას შემდეგ ამბავს უყვება: 24 წლის ნოა მეორე მსოფლიო ომიდან ბრუნდება თავის ქალაქ ნიუ-ბერნში, ჩრდილოეთ კაროლინაში. მამის გარდაცვალების შემდეგ იგი ამთავრებს დანგრეული სახლის აღდგენას. ამასობაში, ალი, 24 წლის, ხედავს სახლს გაზეთში და გადაწყვეტს, რომ მას ესტუმროს.

ისინი კვლავ ხვდებიან 7 წლიანი განშორების შემდეგ, რაც მოჰყვა მათ ხანმოკლე, მაგრამ ვნებიანი ზაფხულის რომანს, როდესაც მისი ოჯახი ქალაქს სტუმრობდა. მათ საკუთარი სოციალური სტატუსი აშორებდა, რადგან ალი მდიდარი ოჯახის ქალიშვილი იყო, ნოა კი ხე-ტყის ქარხანაში მუშად მუშაობდა. ერთმანეთის დანახვა ორივეში მოგონებებსა და ძლიერ ემოციებს ბადებს. ისინი ერთად სადილობენ და საუბრობენ თავიანთ ცხოვრებაზე და წარსულზე. ალი გაიგებს, რომ ნოა მას წერილებს უწერდა დაშორების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში. იგი ხვდება, რომ დედამისმა წერილები დაუმალა, რათა ალის ვერასოდეს მიეღო. საუბრობენ იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო მათ შორის დედის ჩარევის გარეშე. ღამის ბოლოს ნოა სთხოვს ალის, რომ მეორე დღეს დაბრუნდეს და სიურპრიზს ჰპირდება. ისინი შეხვედრას გადაწყვეტენ. ამ დროის განმავლობაში, ალის საქმრო, ლონი, ცდილობს მასთან მისვლას სასტუმროში. როდესაც ალი ზარებს არ პასუხობს, ლონი ნერვიულობას იწყებს.

  1. Monomyth. Official Website en-US. ციტირების თარიღი: 2022-09-23
  2. Nicholas Sparks Biography. ციტირების თარიღი: 2022-09-23
  3. Nicholas Sparks Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-22. ციტირების თარიღი: 2024-01-25.
  4. The Uprising Creative. Nicholas Sparks The Notebook. Nicholas Sparks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-19. ციტირების თარიღი: 2024-01-25.