უაირარაპა
უაირარაპა — ტბა ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ კუნძულის სამხრეთ ნაწილში, დედაქალაქ ველინგტონიდან 90 კმ-ით აღმოსავლეთით. ტბის ფართობი 78 კმ²-ია და ამ მაჩვენებლით მესამე უდიდესია ჩრდილოეთ კუნძულზე. უახლოესი ქალაქია ფითერსტონი, რომელიც მისი ჩრდილოეთ სანაპიროდან ხუთ კმ-ში მდებარეობს.
უაირარაპას ტბა | |
---|---|
Lake Wairarapa | |
კოორდინატები: 41°13′ ს. გ. 175°15′ ა. გ. / 41.217° ს. გ. 175.250° ა. გ. | |
მდებარეობა | ახალი ზელანდია |
ფართობი | 78 კმ² |
საშუალო სიღრმე | 2,5 მ |
გამომდინარე მდინარე | რუამაჰანგა |
ტბის აუზი საკმაოდ დიდია და მოიცავს რიმუტაკისა და ტარარუის ქედების აღმოსავლეთ კალთებს. ჩაედინება რამდენიმე მდინარე, გაედინება მხოლოდ ერთი — რუამაჰანგა.
ტბის გარემომცველი არეალი დაბალი და ჭაობიანია. ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდა ადამიანთა მიერ დაზიანებული ამ ვეთლენდის შენარჩუნებისა და მისი ველური ბუნების აღდგენის მცდელობები.[1]
დიდი ხნის განმავლობაში, მაორის ხალხი უაირარაპას ტბას საკვების ადვილად მოპოვების წყაროდ იყენებდა. მის მიდამოებში გვხვდება ბევრი ისეთი წყლის ფრინველისა და თევზის სახეობა, რომელიც ახალ ზელანდიაში სხვაგან არსად არაა გავრცელებული.