ტყუპის ეკლესია – არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკების განაპირას, სკრის ხეობაში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,8 X 5,1 მ), ნაგებია ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ საკურთხეველში და დასავლეთ კედელში თითო სარკმელია. ქვის კაკნკელში სამი ნიშია. დარბაზი გადახურულია კამარით, რომელიც სამ საბჯენ თაღს ეყრდნობა. შენობა შიგნიდან შელესილია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.