ტუპოლევ ტუ-2000 — შორსმოქმედი ზებგერითი ბომბდამშენი რომელიც დააპროექტა ტუპოლევმა. თავდაპირველად თვითმფრინავი განკუთვნილი იყო საბჭოთა კავშირისთვის, მაგრამ მოგვიანებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თვითმფრინავს რუსეთის საჰაერო ძალებში უნდა ემსახურა, მაგრამ საბოლოოდ პროექტი შეჩერდა.

ტუ-2000
ტუპოლევ ტუ-2000-ის მოდელი
ფუნქცია ზებგერითი ბომბდამშენი
წარმოება ტუპოლევი
სტატუსი შეჩერებულია
მომხმარებლები  საბჭოთა ძალები
 რუსეთის ძალები
რაოდენობა 0
პროგ. ღირებულება უცნობია
ღირებულება უცნობია
შეიქმნა არც ერთი

2009 წლის 19 აგვისტოს ტუპოლევმა განაცხადა, რომ მათ გააჩნდათ ხელშეკრულება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, რომლის მიხედვითაც ტუპოლევს უნდა შეექმნა ზებგერითი ბომბდამშენი რომელიც დაფუძნებული იქნებოდა სრულიად ახალ ტექნოლოგიებზე.[1]

დიზაინი და განვითარება

რედაქტირება

დიზაინი 1986 წელს ტუპოლევმა საბჭოთა კავშირისთვის შექმნა, ეს მოდელი იყო პასუხი ამერიკულ Rockwell X-30-ზე.[2] საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მომავალი თვითმფრინავის მფლობელი რუსეთის არმია უნდა გამხდარიყო, თუმცა 1992 წელს პროექტი შეჩერდა.[2]

სპეციფიკაციები

რედაქტირება

მახასიათებლები

რედაქტირება
  • ეკიპაჟი: 2 მფრინავი
  • სიგრძე: 72 მეტრი
  • ფრთების შლილი: 30 მეტრი
  • დიამეტრი: 13 მეტრი
  • სრული მასა: 192,000 კგ

შესაძლებლობები

რედაქტირება
  • მაქსიმალური სიჩქარე:
    • ატმოსფეროში: 6 მახი
    • კოსმოსში: 24 მახი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ტუპოლევი - რუსეთის ახალი სტრატეგიული ბომბდამშენი შემქმნელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-21. ციტირების თარიღი: 2014-02-13.
  2. 2.0 2.1 " ტუ-2000 ". ავტორი:Astronautix.Com. თარიღი:24 აპრილი 2010


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტუ-2000&oldid=4376857“-დან